↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამობურცულ მუცელს

ჩერქეზიშვილი ნიკა

2026-07-181 წთ საკითხავი10571 ნახვა

—
მეცხრე თვეა ვცოცხლობ,ვსუნთქავ,მესმის,ვხედავ,ჯერ არ დამდგარ დღეებს საფეთქლები უცემთ,შენ კი - დგახარ მშვიდი,მომავალი დედა,ჩემი ცოლი,ჩემი,გამობურცულ მუცელსეფერები,როგორც...როგორც - რავი,რა ვთქვა -ღვთისმშობელის ხატი ჩვენი სახლის კედელს,თქვენთვის ვარ და თქვენით,მაინც მინდა დავთქვა,შენ წინაშე,შენს წინ,მიმიღე და მენდე,რომ თქვენ გიტრიალებთ,სადაც უნდა ვიყო,თქვენს სიკეთეს ფიქრობსჩემი ყველა ფიქრი,სისხლი მაქვს და გისხამთ,ჰაერი და - გიყოფთ,თუ გადავდგე გზიდან -გადავვარდე იქვე.მეტი,ჩემო,ღმერთიჩვენთანაა მარად,მთავარია,შევძლო,გადავიდე წყალზე -ვიყო კარგი ქმარი,ვიყო კარგი მამა,მიყვარდეთ და მწამდეთ,ამგვარად და ასე.
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი