პოეზია · ლირიკა
Requiem
დილიდან თოვდა, შუადღისკენ უფრო იმატა.არა მგონია, ამ ცხოვრებას თავი მოებას.ვინც ახლა ჩემზე ჭორაობენ, ერთი იმათიც…ეს სტროფი ასე ბოლოვდება - ამაოება.
დღეს ერთი მაგრად გამოვთვრები, ალბათ ღორივით,დავწვები მერე იატაკზე, მიყვარს მტვრის სუნი,საკუთარ სისხლს რომ არ წავბილწავ - ორჯერ ორია,ჰოდა, ალერსზე უარს ვამბობ, წადი, ფისუნი.
დავრჩები მარტო, სიმარტოვე ლურჯი ფერია,ერთი სული მაქვს, ერთი ვარ და ერთს ვეფერები.საითაც გინდა გაიხედე - არაფერია.ყველაფერია - მხოლოდ მისი ბედნიერება.
შუადღით თოვდა, საღამოსკენ უფრო იმატა.წელს უჩვეულოდ ცივი ხელი ჰქონდა ნოემბერს.მე სიცოცხლეში მიმატოვეს, ჩანს, გამიმართლა,საზიზღრობაა, რომ კვდები და მერე გტოვებენ.