↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გაიხილე

ჩერქეზიშვილი ნიკა

2019-08-121 წთ საკითხავი10569 ნახვა

—
დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან,დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედადა მიხვდა -სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.
მე უნდა დაგტოვოთ,ძნელია ატანაჩემი და გშორდებით,თუ შეძლებთ გამიგეთ,ვხედავ,რომ მიწაზე დამჯდარა სატანადა ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.
ატანა-სატანა,სული და გულიდაკიდევ რამდენია,რაც ყელში ამოდის,მომბეზრდა ყოველდღის დაწყება ნულიდან,ჰოდა,გაიხილე,სიკვდილო,გამოდი.
მორჩა და გათავდა,ეს არი,რაც არი,იქითაც,აქეთაც,ცხოვრება მისია,უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი,მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.
ჩერქეზიშვილი ნიკა

ჩერქეზიშვილი ნიკა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი