↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავდარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
რა საშინელი ტალღები,რა საშინელი გრიგალი,ცასაც ჩაუცვამს თალხებიტყვიისფრად ჩანარიგალი.ნაპირთან გადატყდომის დროსჭრიალებს ფიჭვი მაღალი,ელვამ კვლავ უნდა იელვოს,გრგვინვამ ჰკრას მეხი ახალი.ტყვე ტყვიისფერი ნატბორის,გაქანებულად მგლოვარე,ხანდახან ღრუბელთა შორისგამოანათებს მთოვარე.და განათდება უეცრადგაოხრებული, პარტახი,უეზოოდ და უეწროდოხრად შთენილი ჩარდახი,სადაც მთებისა და ხევისგზით წამოვსულვარ ყარიბი,ელვათა შუქი მეხვევის,ქარს მე ხსნას ვემუდარები.ნაპირთან გადატყდომისასფიჭვი მეორე ჭრიალებს,ცა ელვას ისვრის წყრომისას,გრიგალი ისევ გრიალებს.
1916
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი