↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გარდაიცვალა სარა ბერნარი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95271 ნახვა

—
მასზე ჭორებმა დაღალა გონი,თეატრს სცდებოდა გულის ნადებიპალატას აქეთ - фოჲე, სალონიდა პალატაში დეპუტატები.
ათასნაირი მითების ტუბო -ის, უცნაური ბედის საცოლე,რომ ყვავილებით მორთული კუბომისთვის რჩეული არის საწოლი.
უყვარდა ბევრი.. ამბავთა მფენიდა ლაზღანდარათ გულის წამალი,წინად უყვარდა დენდი რიშპენი,ეხლა არტისტი უყვარს ლამალი.
აჰ, გრიმი, გრიმი! მაგრამ აქ პოებსმოგონებათა ბედნიერებით,რომ ბავშობაში, სადღაც, ლევკოებსმზის ჩასვლა მოსავს მკრთალი ფერებით.
შემდეგ მიმიკა! მაგრამ ოცნებამიქრის იქ, სადაც მონასტერია,არ იშლებიან იქ კოცონები,იქ არც ქალაქის ფილისტერია.
მაგრამ, იწყება. ასწიეს ფარდა: -მის წინ კარპიის არის ცხედარი,ქალის თვალებში იშლება ვარდი,გრძნობათა ცეცხლი გაუბედარი.
იდგა მუხლმოყრით და ცრემლებს ღვრიდა,სასოწარკვეთა და გრძნობა ძველი.იყო ოცნება - ხან მარგარიტა,ხან კლეოპატრა, ნილოსის გველი.
რა ფერებია. - გრძნობათ სეირადდა ისე, როგორც მწვანე სურათებსხატავს დჟორდანო და რიბეირამწვანე ფერების კორიანტელი.
შიპრის სურნელი; იები პარმის.თითქო ათასი არის ზმანება -მოეფინება ოცნება დარბაზსდა ოვაციის ატორტმანება.
აჰ, გრიმი, გრიმი! ლევკოებს ისეაღარ აღელვებს გრძნობათა ქარი -იქნება მშვიდი ნინო ჩხეიძე,თუ ანთებული სარა ბერნარი.
1923
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი