↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გარდაცვალება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95281 ნახვა

—
ირგვლივ, გარშემო სევდიანი ისმის ქვითინი...პიტალო მთებმა გლოვის ნიშნად შეიმკეს თავი;ო, რა დროს მოწყდა და გარინდდა გრძნობათა ჟინი,შავი ძაძებით შეიმოსა ჩვენი გვირგვინი.ო, რა დროს გატყდა, რა დროს გატყდა სიცოცხლის ნავი,და დღეს გავიგეთ ეს ამბავი გულმოსაკლავი.ხვალ კი, როდესაც ძვირფას ცხედარს ერთგულთა კრებასამარადისოდ, სამუდამოდ დაესალმება,როდესაც იგრძნობს მიწის კვნესა და ცის კამარა,თუ ვინ დაჰკარგა და რომელი დაასამარა, -მიდით, მგოსნებო! შავი თალხით შემოსეთ ქნარი,ცრემლით იგლოვეთ მოამაგე დაუვიწყარი...მიდი, მსოფლიოვ, თაყვანი ეც იმ გმირის საფლავს -შენი დიდება, შენი ღმერთი მოკვდა, აღარ გყავს!
1913
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი