↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ის ჰიუგო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
ის ჰიუგო, რომელიც პარიზს გულით ატარებს,ასე ამბობს, როდესაც სულს ჭაობებს ადარებს:
"სული მრავალ ჩვენგანის ტბაა მთაში ჩასმული,გამჭირვალე სარკეა შუქით შემორაზული.
იგი ოდნავ ქანაობს იმ შემთხვევით, ქარითა,უსულგულო ცხოვრების ღელვას რომ აგვარიდა.
მასში ტყე ჩამარხულა, მშვენიერი ჩრდილებით,ზეცა ფერად-ფერადი ღრუბლის აყვავილებით;
სიღრმეში კი არც მზეა, არც ღრუბელი მავალი,იქ ირევა ათასი შავი ქვეწარმავალი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი