↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ის წაიყვანა ოცნებამ მისმა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95283 ნახვა

—
ის წაიყვანა ოცნებამ მისმა,სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა.ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა.იქ ხომალდები ჰომერისაა.იყო ფიქრები ასე სხვადასხვა.ახალგაზრდობის იყო ეს ვადა.ოქროს დროებამ იგი გადასვაიქ, სადაც ძველი არის ელლადა.ის სიყმაწვილე აღარ მოვიდეს,დროთა სიავეს მიაქვს ფაფარი, -ერთად ვთარგმნიდით მაშინ ოვიდეს,შენ წიგნი გქონდა და წინსაფარი.გამოიცვალა ის ზნე და ჰავა.შავი არშია დღეებს ავლია.ზღვაზე ზვირთები მოვა და წავა,ცხოვრება ასე შემისწავლია...
1927
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი