↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარული და სიძულვილი

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52791 ნახვა

—
ჩემს სიყვარულში ვინ დაგაეჭვებს,ამას ვინ შეძლებს, მშობელო მხარევ?!შენ სიცოცხლე ხარ, მე სიცოცხლეზეუკეთესს, მითხარ, რას შევიყვარებ?!
თუ რამ მინდოდა, ან თუ რამ მინდა,ანდა, რაც მითქვამს, თუ რამედ ღირდა,შენ რომ მიყვარდი, იმიტომ მითქვამს.
აქ რაც მიმღერა ალალმა ნენემ,სულ შენი ცრემლის ვერცხლად მეკიდა,მე დედაენა მიღებდა ბნელეთს,რომ შენი ყოფნა არ გამეყიდა.
ალბათ მიტომაც ბნელმა, ბოროტმა,სადარნაძრომმა თავით, ბოლოთი,სცადა, არათუ ერთ ღვიძლ პოეტად,მშობელს შვილადაც რომ არ გყოლოდი.
კუთხის მოძულედ მრაცხს, საცა ჯერ არსდა, რადგან სადღაც ჯერ მისი სჯერათ,პირძაღლი ისეთ რაღაცებს კერავს,ჩემივ კერიის მასაღებს მტერად.
შენ კი შემინდე მშობელო ჩემო,მიწავ და ხეო, ზღვაო და ჩქერო,რომ შენი რძის და სიმღერის შვილმა,დღეს, შუბლით ცხელით და თვალით სველით,კვლავ აგიხსენი სიდან ვარ, ვინ ვარ,და სიყვარულიც კვლავ აგიხსენი!
მაგრამ ხმა შენი, ხმა ხსნად მოსული,ხმა, რომ ჭირ-ჭორთა უძლო ქარიშხლებს,ვგრძნობ, სიყვარულის ჩემის მოძულესცოდვას ბოლომდე უანგარიშებს.
1993
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი