პოეზია · ლირიკა
ქეთევან წამებული
ვარდების, სინაზის,პოეტთა შირაზი,შენ კი შემოგბედესშანთი და მარწუხი...ქეთევან! – ტირიანქართველი დედები,მეც შენი იარა მაწუხებს;ვარ შენი რწმენის დასიწმინდის მორჩილი,მინდა შენ გედარო...მე მარჯვენს მოგისვამმკერდზე და მორჩები,მორჩები, ნეტარო!მაგრამ ის მაოცებს,მაგრამ ის მაწუხებს, –სინაზისა და ვარდებისშირაზში...როგორ შემოგბედეს,ვითარ შემოგბედესდედოფალსშანთი და მარწუხი!