↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აღზევება

შალვაშვილი ბელა

2002-07-121 წთ საკითხავი1572 ნახვა

—
გადამავიწყდა ზამთრის სიავედა ქვეყნად ყველა წყენას ვივიწყებ,მოდის აპრილი და დამიამებს,ან გამიახლებს წარსულ ტკივილებს.შემომანათეს ფურისულებმა,ნუშის და ტყემლის თეთრმა ფთილებმა...გავიჭრები და ვივლი ველებზე,რა ვუყოთ, თუკი მეაპრილება!გავიჭრები და ვივლი ველებზე,რომ დამანახონ დიდმა ველებმა –როგორ ჩნდებიან ნაირფერებიდა გულიანად ამემღერება!ავალ იმ მთაზეც, ცას რომ ეხლება,ავალ და ზეცას ხელით შევწვდები...ძლიერ მწადია ეს ამაღლება, –სხვა ამბავია, თუ ვერ შევძელი.შემომანათეს ფურისულებმა,ნუშის და ტყემლის თეთრმა ფთილებმა...გავიჭრები და ვივლი ველებზე,რა ვუყოთ, თუკი მეაპრილება!

შალვაშვილი ბელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი