პოეზია · ლირიკა
ჩიტები წუხან თავის ენაზე
ჩიტები წუხან თავის ენაზე,ჩიტურად უყვართ ჩიტებს გალობა;ვერ იმღერებენ სხვათა ენაზე,ჩიტური ენა ეძღვნათ წყალობად.ჩიტებს – ჩიტური, ქართველს – ქართული,გზნება-სიმაღლე- გრძნობა დართული...ვით ჩიტს ჩიტურად, გალობისათვისყელი ქართულად მაქვს მომართული.რომც დავიმღერო სხვათა ენაზე,ის ვერ იქნება ჩემი ნამღერი,იმა სიმღერით მე ვერ შემიცნობთ,ვერ გამოჩნდება ჩემი ნაღველიც;ჩემი ზეობის გამოჩინებასშესწვდება მარტო ქართულის ძალა...ჩემი წუხილის დაფარვაზედაცქართულმა უნდა მიშველის კვალად.შევერთებივარ ყოველი წვეთითმშობელი ენის უსიერ წიაღს...მაღლით ქართულად დამნათის მთვარე,ქართულად გააქვს შრიალი ნიავს.მხოლოდ ქართულად მოხტის არაგვი, _გრძნობა-სილაღე-გზნება დართული...ვით ჩიტს ჩიტურად, გალობისათვისყელი ქართულად მაქვს შემართული.