პოეზია · ლირიკა
დიადი ტანჯვა
ისე მაწამა იმ სიყვარულმა,ვეღარც ვივარგებ სხვა ტრფიალისთვის,რისი ტრფიალი... ცხადლივ-მალულადგამომეცალა ყოფნის ხალისი.თუ სიყვარული ასე გპასუხობს,სიძულვილს რაღა გაემტყუნება,სიყვარულია ტანჯვის ასულიდა ძლიერია ტანჯვით ცთუნება...ო, იყო იგი დიადი ტანჯვა,ო, იყო იგი ნათელი ტანჯვა...ახლა – გულს ვუსმენ გლეხივით ნაჯაფსდა ჩემთვის, ფრთხილად ვისინჯავ მაჯას.