პოეზია · ლირიკა
ჰქონდათ მიზეზი
უხმოდ დაცილდნენ... სიტყვის გარეშედა ყველაფერი იყო ნათქვამი...მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარესორივ მტყუანი... ორივ მართალი.ჰქონდათ მიზეზი და – დაემდურნენ...მერე... თავ-თავის ბილიკს დაეშვნენ...არაფერია ამქვეყნად თურმემიზეზისა და მიზნის გარეშე.ასე დაცილდნენ სიტყვის გარეშედა ყველაფერი იყო ნათქვამი...მიაბიჯებდნენ სხვადასხვა მხარეს,თავ-თავის გულში ორივ მართალი.