პოეზია · ლირიკა
არ ვიცი, რატომ
ისე ლამაზად, მთრთოლვარედ თოვდა,მე გამირბოდა თვალები ცაში,გული გაჭრას და სიყვარულს მთხოვდადა სწორედ მაშინ შემომხვდი გზაში.მერე – ყურება დამჩემდა ცაშიდა შევეჩვიე კიდეც მოლოდინს...ჩვენ უცნობები ვიყავით მაშინდა უცნობებად დავრჩით ბოლომდის.დადიხარ ასე, დავდივარ ასედა აღარა აქვს ბოლო მოლოდინს...არ ვიცი რატომ, არ ვიცი რაზე,ჩვენ უცნობებად დავრჩით ბოლომდის.