პოეზია · ლირიკა
ჩუმი ძახილი
მე გეძახოდით... ცხრა მთას გადაღმავინ მოგაწვდინათ ეს ხმა ნეტავი...კი მოგიხმობდით, მაგრამ ხმადაბლა,ხმამაღლა როგორ გაგიბედავდით!იქნებ სულები მართლაც დაქრიანიდუმალი და სწრაფი მარხილითდა თვით უწყიან, უფრო ადრიანვის მიაწვდინონ ვისი ძახილი.თორემ, სხვა, აბა, რას დავაბრალო,ჩემი ხმა როგორ მოგწვდათ, ნეტავი...გეძახდით, მაგრამ ჩემთვის, ხმადაბლა,ხმამაღლა ვერცკი გაგიბედავდით!