პოეზია · ლირიკა
სახლობანა
ნოდარ დუმბაძე 1928–1984
ნეტავ სად ხარ, შენს ძებნაშიმოვირბინე ეზო,წამო ჩემთან, სახლობანავითამაშოთ, რეზო!რა კარგია, ჩხუბს და ცემასვეღარ გამიბედავ,შენ იქნები ჩემი შვილი,მე ვიქნები დედა.მე ბაზარში გავიქცევი,ხელს ნუ ახლებ ამას. . .არაფერი დააშავო. . .დაუჯერე მამას.მაინც ჩხუბობ? მაინც მირტყამ?ასე იცი მუდამ.არ გრცხვენია, უსირცხვილო,დედას ცემა უნდა?!