პოეზია · ლირიკა
ავადმყოფი
ნოდარ დუმბაძე 1928–1984
დღეს სულ მოწყენილი ვარ,ხასიათი წამიხდა,იცით, ჩემი თოჯინაძლიერ ავად გამიხდა.ხმას არ იღებს სრულებით,არც საჭმელი არ უნდა,კუ ექიმთან გაიქცა,რა ვქნა, რომ არ დაბრუნდა?ყოველ წუთში ოთახშინუ შემოხვალ ბებია,მოერიდე ავადმყოფს,იქნებ გადამდებია.ღმერთო ნეტავ საშიშიარაფერი არ იყოს!აქ ნუ მოსწევ პაპიროსს,გარეთ გადი, მამიკო.