პოეზია · ლირიკა
ცრუ შეშფოთება (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
ეზოში გობი, ვარცლი,არ ჩანს მზრუნველი ხელი,საღამო ნისლებს გვაცრის,მოდის ბინდ-ბუნდი სველი.
სიბნელის ხველა ველზე,როცა ცრემლს იშრობს თვალი,მეოცე კილომეტრზეკივილი ორთქლმავალის.
ჩაშავებული გზებით,ადრე ჩამქრალი ფერით,წვრილ-წვრილი სატკივრებითშემოდის სექტემბერი.
თითქოს ველებზე ძევს დაარ იხილება თვალითაუწერელი სევდაქალის ხმით ნატირალის.
და როცა ობლის ხმებიწამოეშლება არეს,მგონია მისი თმებიგულზე მეც დამაყარეს.
კარებთან განარინდიყოველდღე ვხედავ ლამის,თუ როგორ გამერიდაჩემი სულ ბოლო წამი.
გზა ჩამოკვალა მთიდან,ყვითლად დაზაფრულ სერთანდა ფოთლის თავზარიდანზამთარი ჩამაშტერდა.
1941