↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთრის ღამე

პასტერნაკი ბორის

2012-11-132 წთ საკითხავი990 ნახვა

—
ცრიდა და ცრიდა და სამყარო უკიდეგანოდივსებოდა თეთრი ფანტელით.სანთელი ენთო მაგიდაზე,ენთო სანთელი.
როგორც ფარვანებს მიიზიდავსზაფხულში ალი,ფანჯრებს ეზოდან აწყდებოდაფიფქების ჯარი.
ყინვის ყაისნაღსგამოჰყავდა მინაზე ნაყში,შიგნით კი სახლშიმაგიდაზე სანთელი ენთო...
და იწვა ჭერზეორი ჩრდილი, ორი პროფილი,ორი სვე-ბედიერთმანეთთან გადაჭდობილი.
ცვიოდა წყვილი ფეხსაცმელიხმაურით დაბლადა იქვე კაბა -ცვილის ცხელი ცრემლებით დალბა.
თითქოსდა თოვლმაყველაფერი დაფარა ვერცხლითდა ახლა ოთახს ანათებდა პატარა ცეცხლი -სანთლის, რომელიც მაგიდაზე ენთო და ენთო...
კვამლი კუთხიდან მონაბერზემოჰგავდა - ჯვრისებრგულფრთას რომ იკრეფს ანგელოზიდა გაშლის ისევ.
ცრიდა... და იყო თებერვალიმთელი თვე სველი,სანთელი ენთო მაგიდაზე,ენთო სანთელი.
Зимняя ночь /Борис Пастернак/
Мело, мело по всей землеВо все пределы.Свеча горела на столе,Свеча горела.
Как летом роем мошкараЛетит на пламя,Слетались хлопья со двораК оконной раме.
Метель лепила на стеклеКружки и стрелы.Свеча горела на столе,Свеча горела.
На озаренный потолокЛожились тени,Скрещенья рук, скрещенья ног,Судьбы скрещенья.
И падали два башмачкаСо стуком на пол.И воск слезами с ночникаНа платье капал.
И все терялось в снежной мглеСедой и белой.Свеча горела на столе,Свеча горела.
На свечку дуло из угла,И жар соблазнаВздымал, как ангел, два крылаКрестообразно.
Мело весь месяц в феврале,И то и делоСвеча горела на столе,Свеча горела.
თარგმანი ნინო ქოქოსაძის

პასტერნაკი ბორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი