↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თოვლი მოდის (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)

პასტერნაკი ბორის

2012-08-121 წთ საკითხავი1947 ნახვა

—
თოვლი მოდის, თოვლი მოდის,მიწას ფიფქის საფარს აშლის.ეტანება გერანს გაშლილს,რაფიდან რომ არ ჩამოდის.
თოვს და ყველამ გაიხარა,ფანტელებში მიქრის ცისკენკიბის შავი საფეხური,შესახვევი მოედნისკენ.
თითქოს თოვლი კი არ მოდის,ფანტელს კი არ აფენს დაბას,დასაკერვლებული კაბითთმაგაშლილი ცა ჩამოდის.
მაშტერდება ცერად, ბეცად,ჩემკენ, ზემოსართულგავლით,კუკუმალაობით, პარვით,სხვენიდან ეშვება ზეცა.
დრომ არ იცის დაცდა რადგან,მოიხედავ _ ბარბალობა,აგერ გაილანდა შობადა კალანდაც უცბად დადგა.
ფრენს ფანტელი ანაცერი.იქნებ მისებრ რონინ-რონინ,მისებრ ზანტი, ალმაცერი,ან ცის უმალ გადამსერიფიფქებივით ვლიან დრონი?
იქნებ ჩვენთვის წელზე წელიმაღლით მოდის ვით ფანტელი,ან სიტყვები სალექსონი?
თოვლი მოდის, თოვლი მოდის,ფანტელებში მიქრის ცისკენმგზავრი, გზაზე ძლივს რომ მოდის,ხე დამფრთხალი ორიოდე,შესახვევი მოედნისკენ.1957წიგნიდან "როცა იდარებს"

პასტერნაკი ბორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი