↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

იმპროვიზაცია (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)

პასტერნაკი ბორის

2012-08-121 წთ საკითხავი1924 ნახვა

—
ფრთამობარტყუნეთ, შხეფთამფრქვეველთ, ვუტენი ჩიჩახვს -ეს კლავიშების შავ-თეთრ გუნდებს ვაპურებ ხელით.სახელოს ვიწევ. ეგლისება სიბნელე იდაყვს.წინ ვიშვერ მკლავებს. იძაბება მოხრილი წელი.
და იდგა ბნელი. და ეს იყო დიდი წყლისპირიქოჩრიან ტალღით. მე მეგონა შეზრდილებს ქართანუმალ მოკლავდნენ, მოკვდებოდა ვიდრე მგლისფერი,ნისკარტმაგარი, მოყაყანე გუნდი ფრთოსანთა.
და დიდი იყო ეს წყლისპირი. და იდგა ბნელი.და ქუფრი კუპრით სავსე ქილებს ალი დაყვება.ნავის ქიმის ქვეშ ტალღამ დახრა ტბის ფსკერი, ვრცელი.ძიძგილაობდნენ ფრინველები დაღმა იდაყვის.
გუბეთ ხორხებში, ყველგან ღამე ჭყუმპალაობდა.მე კი ვფიქრობდი, ვიდრე ბარტყი არ გაუძღიათ,დედები უმალ ჩაიკლავდნენ, ვიდრე ჩაკვდებაეს მოყატყატე რულადები მრუდე ყიაში.
1915

პასტერნაკი ბორის: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი