პოეზია · ლირიკა
მაგდალინა (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
Iდაღამდება და ისიც აქ არი,ჩემი ცთომილი ცხოვრების ვალი,მოდის, ვით სისხლისმსმელთა ამქარი,სიძვაში განვლილ დღეების გალა,როცა მრუშობის სიბილწით მთვრალიმივენდე მამრის უკუღმართ ძალასდა ქუჩა გახდა ჩემი საყდარი.
გაივლის კიდევ ორიოდ წუთიდა დამყარდება არყოფნა უხმო,მაგრამ ვიდრემდე განგება უხმობსჩემი ცხოვრების ბოლო ზედაშეს,მას, როგორც ჭურჭელს ალებასტრისას,დავამსხვრევ შენი სახის წინაშე.
რისთვის გამხადე ნეტავი ღირსიმოძღვარო ჩემო და მაცხოვარო,რომ ჩემს ტაბლასთან თვით უკუნისიჩამოჯდა, როგორც მოსული რიგითმუშტარი, იაფ ვნების მთხოვნელი,შეცდუნებული მეძავის ხრიკით.
მითხარი რაა სიკვდილი, ცოდვა,ჯოჯოხეთი, ან წუმწუმის თქეში,თუკი აშკარად, დღის სინათლეში,როგორც ძლიერ ხეს წვრილი რტოები,გერწყმი კაეშნის უსაზღვროებით.
იესო, მაღლით შენი ტერფებიდაესვენება ჩემს მუხლებს როცა,მგონია ვსწავლობ მოხვევას ხელისჯვარის ოთხისმხრივ გათლილი ძელის,გრძნობამიხდილი შენს ტანს ვეხვევიდა სამარისთვის სუდარით გმოსავ.
IIუქმის წინ სახლებს ხალისი ავსებს,მე მსურს გავიქცე, გავიჭრა ბან-ბან,მოვიდგამ ჭურჭელს, საცხებლით სავსესდა შენს ტერფთ, ნათელთ, მირონით განვბან.
ხელს ვაცეცებ და სანდალს ვერ ვაგნებ,რადგან თვალი მაქვს ცრემლით დავსილიდა თან სახეზე, თითქოს და განგებ,ჩამომეშალა თმები ხავსივით.
შენს ტერფებს კალთით ქვეშ შევუდგები,დავალტობ ცრემლით, ვაი იესო!მოვრთავ მძივით და გაშლილი თმებით,თითქოს მარმაშში გაახვიესო.
ახლა მომავალს ვჭვრეტ ისე ცხადად,თითქოს შენ თქვი და შეჩერდა წამი,უხილავს ვხედავ მომავლის ხატადდა ქადაგივით ავძრახდე ლამის.
ხვალ ისევ ერთად ვიდგებით იმ წამს,როდესაც საფარს მოხდიან ტაძარსდა ჩემი ცოდვის შემყურე მიწასგააჟრჟოლებს და დაიწყებს ზანზარს.
წამოიშლება მცველი ანაზდად,მსახვრალი შიში ცურავს სავსავითდა ჯვარი, შენი მხრებით ნაზიდი,ცად აიჭრება მბრუნავ ქარსავით.
შემოვეხვევი მე ძელზე ჯვარცმას,ჩავიტკვერ ბაგეს აზრდაბნეული,ვინ იცის, რამდენ ცთომილის ნაცვლადდღეს სისხლს დაათხევს შენი სხეული.
ვისია სივრცე, ცას გადაწვდილი?ამდენი ტანჯვა, ამდენი ძალა?არის ამდენი ცხოვრება, წვლილი,ანდა ქალაქი, მდინარე, ჭალა?
მაგრამ მოველი მე სამ საღამოსუარის ყოფის და თავდადებისდა ამ სასტიკი გამოცდის გამოშენს აღდგომამდე მეც ავმაღლდები.
1949