პოეზია · ლირიკა
ავი დღეები (მთარგმნელი: ირაკლი სურგულაძე)
მისულს იმ კვირაძლებზეიერუსალიმის ბჭესთანრტოებს უფენდნენ გზებზე,ირგლივ ოსანა ჭექდა.
დღეებს ქუფრავდა რისხვა,გულთ - მძულვარება ხარბიდა აღსასრულიც ითქვაზიზღით შეტეხილ წარბით.
ზეცა, ვით ტყვია ლიბრი,ეზოებს აწვა მქისედ,ჩხრეკდნენ მელურებ ლიქნითფარისეველნი მიზეზთ.
და დასდვა განსჯად ურწყთაის ტაძრის ბნელმა ნებამ,ახლა კრულვიდა მიწყივვინც ადიდებდა წეღან.
ყორეთა ხვრელებიდანბრბო იჭყიტება კარში,დაძრწიან ოთხი მხრითაავ განაჩენის ცდაში.
მოყივნება და მტრობა,გესლი სიტყვად და ფიქრად,ეგვიპტეს წასვლა, ყრმობა,მოჩანს შორეულ სიზმრად.
შორით იელვა კონცხმა,ფრიალო ფერდმა, მრეშმა,სადაც მსოფლიო საყდრითმას აცდუნებდა ეშმა.
კვლა სასწაული მეხადკანას, ქორწილის ლხინზე,როს წყნარად შედგა ფეხიზღვის ბურუსიან პირზე.
ღატაკთა კრება ქოხში,სარდაფს ჩატანა კვარის,ალი, გამქრალი შიშით,როცა წამოდგა მკვდარი...
1949