პოეზია · ლირიკა
ბევრ ბავშვს გავაჩენდი
ბევრ ბავშვს გავაჩენდი _კიკინებიან გოგონებს, კიკინებიან გოგონებს დაერთ ბუთხუზა ბიჭსაც _რომ შემეძლოს, შეველიო შენთან ერთად ქალაქ-ქალაქ სირბილს,თეატრებს და საგამოფენო დარბაზებს დაგვიან ღამემდე ვაკის პარკში ყურსვას.ბევრ ბავშვს გავაჩენდი _ასე რომ არ ვაღმერთებდე მარტოობას დადღეში ასი გვერდის კითხვის რიტუალის მოშლაშემზარავ პერსპექტივად არ მესახებოდეს.ბევრ ბავშვს გაგიჩენდი _მხოლოდ და მხოლოდ შენ გაგიჩენდი, _რომ არ ვთრთოდეშემდგარი რომანტიკის დამღუპავიშენი წინდების რეცხვის წარმოსახვისას.დამიჯერე,ბევრ, მართლა ძალიან ბევრ ბავშვს გავაჩენდი _ასე ვიწრო მენჯი რომ არ მქონდეს დასამშობიარო ტკივილების წინაშეარ ვძრწოდე ასე.და ო, მაინც, იცი,უზომოდ ბევრ ბავშვს გავაჩენდით,და ვიქნებოდით ბედნიერი, ტანჯული ოჯახი,ასე უნაყოფო რომ არ იყო,ჩემო გ.,ასე უიმედოდ უნაყოფო.