↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამდენ წამების და გლოვის შემდეგ

ტერენტი გრანელი 1898–1934

2026-07-181 წთ საკითხავი10098 ნახვა

—
ამდენ წამების და გლოვის შემდეგმე ისევ დამრჩა გული პოეტის.და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებსდა გულმოკლული მე წამოვედი.
იყო გრიგალის და თოვლის შემდეგუფრო მწუხარე გამოსალმება.მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებსდა ვეგებები ისევ წამებას.
თითქო ცისფერი ოცნების შემდეგისევ გამეფდა ზამთრის ქარები.მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებსდა თბილისისკენ მივექანები.
ტერენტი გრანელი

ავტორი

ტერენტი გრანელი 1898–1934

ტერენტი გრანელი (კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. ხუთი წლისაც არ იყო, რომ დედა გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც საბედნიეროდ, მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას…

ყველა ნაწარმოები (57) →

ტერენტი გრანელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი