↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მაღალ მთიდან ნიავი ჰქრის

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2026-07-182 წთ საკითხავი95279 ნახვა

—
მაღალ მთიდან ნიავი ჰქრის,გიფრიალებს მხრებზე შალი,შენი ხილვა სინანულს მგვრის:ო, ვერ სწყდება შენს მხრებს თვალი.
მთის ნიავი სხივს აქანებს.თითქო ეხლა ყელ-მაღალი,მაღალ მთაზე აგიყვანესდიდებული მესხის ქალი.
ნეტავ ზრუნვამ დიდზე დიდიმოსაწევი და სართველო,მთიდან მთაზე გასდოს ხიდი -რომ შენ შეგხვდე, სანატრელო!
თუ არა და რა არის ის,რომ გჭვრეტ, და ვერ გწყდება თვალი?მაღალ მთიდან ნიავი ჰქრის,გიფრიალებს მხრებზე შალი!
მზეა და თვალთ მიბნელდება!მეჩვენება შორი მხარე,ვხედავ შორს ზღვას. უცებ ჩნდებაფრთები... ფრთები მოელვარე.
მაგრამ თითქო უცებ გრძნებითშებოჭილი მდუმარებამოვერცხლილი იალქნებისელვარებით იფარება.
და შეირხა ხომალდებისმშვენიერი, თეთრი მხარე,ახმაურდა ზღვის კალთები,ახმოვანდა არე-მარე.
აფრიალდა ძველი ქართლისსაბურველი და თავხურვა,დაიძრა და ულაჟვარდესსიშორეში იწყო ცურვა.
მილივლივებს ჩქერი გრძნობის,ხომალდების თეთრი ჩქერი,ეს საიდან გაჩნდა ყრმობისმოსიზმრება მშვენიერი?
ეს საიდან კვლავ ჩვენი მთისდა ჩვენი ზღვის თრთის შრიალი?შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის,გიფრიალებს მხრებზე შალი.
ზღვის ნაპირით მოჭრილ სიოს,თან ფიქრები მოსდევს ბასრი:მთელ მსოფლიოს, მთელ მსოფლიოსნეტავ ერთი ჰქონდეს აზრი.
ეს მოხდება, აქ ძლიერისიხარული მოვა - ველი!მზეს დაბნედდა ეგ იერიდა მაღალი შენი ყელი.
გულთან ჩანგი გშვენის მწველი,შენი სანდო ამხანაგი,ო, ასეთი ერთი ყელიდა ასეთი ერთი ჩანგი!
ტკბილ სიზმარში მე მომესმისგარდატეხათ ხეტიალი.შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის,გიფრიალებს მხრებზე შალი.
მთვარემ ახალ გზას მიმართა,მოიშორეს მთებმა ბური,და ჰა, თვალწინ აღიმართამოძრაობა ვაჟკაცური.
სიცოცხლეა ხევთა შორის,შორს მოისმის ახლის გრძნობა,ამოძრავდეს, დე, ილორისწინანდელი გიორგობა.
ღელვას ვამჩნევ ზღვას შესწავლილს,მაგრამ მაინც ჯერ არ ცხრება,და ედრება დღესასწაულსუდიდესი გამარჯვება.
მე გიცანი. შენ იყავ ის:შენით გულს ედება ალი.შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის,გიფრიალებს მხრებზე შალი.
შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის,გიფრიალებს მხრებზე შალი,შენი ცქერა სიხარულს მგვრის,ვერ მაშინებს მომავალი.
1930
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი