↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * მახსოვს ზამთრის შეღამება

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
მახსოვს ზამთრის შეღამებასიჩუმე და ბინდი ჩქარი.ძლივს ანათებს სარკმელს ჭრაქი,სარკმელთან კი სტირის ქარი.ვწევარ ბავში ავადმყოფი,ტანს ნაბადი მხურავს ზედა.და იდუმალ მწუხარებით -სასთუმალთან მიზის დედა.„ჩემო ბიჭო! - ამბობს იგი -დაიძინე ტკბილის ძილით,რომ ჯანღონით აღსავსე დამხიარული ადგე დილით -დაივიწყე ეს გრიგალიდამივიწყე, შვილო, მეცა,მოიგონე ტყის შრიალიდა ზაფხულის ლურჯი ზეცა.მოიგონე ვერხვის ჟრჟოლა,ტყეს იქით კი მინდვრიდანა -როგორ ღელავს, როგორ მიდის,როგორ ბრწყინავს ოქროს ყანა“.მე ვუსმენდი ნაცნობ რჩევას -დარიგებას, როგორც მცნებას -და ოცნებებს მიცემულივეძლეოდი დავიწყებას.ტკბილ სიზმრებში მე მესმოდა,ზმანებათა ნელი ნანა:იმ ვერხვების შრიალი დაიმ თავთავთა ოქრო ყანა.
ო, ძვირფასო! კვლავ ავად ვარმთელი სულით, მთელი ტანით.იმავ ზამთრის საღამოისმარტოობით ნამეტანით.უფრო მწარედ, უფრო შავად,უფრო მწვავედ ეხლა ჩნდება -ჩემი მწარე სიყმაწვილისგარდასულთა დღეთა წყება.რატომაა, რომ არ მესმისმე შენი ხმა ნუგეშ-მცემი?რად არის რომ აწ ოცნებებსაღარ ძალუძთ შველა ჩემი?
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი