↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 58 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
ის ღმერთიც ხედავს, ვინც დამარქვა მე შენი მონა,რომ შენს სიმშვიდეს არას ერჩის ჩემი გონება,რომ შენი ყმობით იმ სარგებლის არ მინდა ქონა,რომ შემდეგ შევძლო ვერაგულად გაბატონება.ნება მომეცი, აგედევნო უკან ქარივით,ან შენი ჩრდილის ნაკვალევზე ჩუმად ვიაროდა მოთმინებით... მორჩილებით... პატიმარივით...შენი სილაღე მხოლოდ ფიქრში გავიზიარო.იყავი მასთან, ვისთან ყოფნაც თავად გწადია,დრო იქ გახარჯე, სადაც დღემდე გაქვს გახარჯული,ვისაც ისურვებ, მას უძღვენი, რაც გაბადიადა შენი ცოდვის თავად იყავი მკაცრი მსაჯული.ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია,მე მაინც გელი!... ლოდინი კი ჯოჯოხეთია.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი