პოეზია · ლირიკა
სონეტი 57 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)
შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება,ვერ გამიგია – წამია თუ წელიწადია;ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრებადა სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია.შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს,არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები;ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს,როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს,არ გითვალთვალებ – სად იყავ და ვისთან იარე –და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის – ნეტავი იმას,ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება,ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება.