↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 1 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2016-10-121 წთ საკითხავი21584 ნახვა

—
მშვენიერებას უნდა დარჩეს მემკვიდრეობა,რომ სილამაზემ იფერადოს ვარდის კონებად,დამჭკნარ სიტურფეს მაინც ვერ ჰკლავს ჟამის დროება,მემკვიდრე არის მისი ხსოვნა და მოგონება.გრძნობებს რომ ფანტავ, რაღა გრჩება, ნეტავ, მარაგად,შენ, საკუთარი სილამაზის მონად ქცეულო?!ხრიოკ უდაბნოდ რად აქციე რთველის ბარაქაშენ, საკუთარი არსებობის მტერო წყეულო!მთელი მსოფლიოს სამკაული შენა ხარ ახლა,მხოლოდ შენ ძალგიძს გაზაფხულთან გაბაასება,რად არ გაშინებს, თუ ნაყოფი კვირტშივე გახმა,მშვენიერებას რატომ ფლანგავ, ძუნწო არსებავ?!წუთისოფელი შეიბრალე, შენს მზეს რომ ფიცავს,მაგ სილამაზეს ნუ დაუთმობ სამარის მიწას.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი