↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

რომეო და ჯულიეტა (მთარგმნელი: ვახტანგ ჭელიძე)

შექსპირი უილიამ

2022-06-1248 წთ საკითხავი21605 ნახვა

—
მოქმედი პირნი
ესკალუსი, ვერონის პრინციპარისი, ახალგაზრდა კეთილშობილი, პრინცის ნათესავიმონტეგიკაპულეტი ორი ერთმანეთის მოქიშპე ოჯხის თავისხვა კაპულეტებირომეო, მონტეგის ვაჟიმერკუციო, პრინცის ნათესავი და რომეოს მეგობარიბენვოლი, ქ-ნ კაპულეტის ძმისწულილორენცოიოანე ფრანცისკანელი ბერებიბალთაზარი, რომეოს მსახურისამსონიგრეგორიო კაპილეტის მსახურნიპიეტრო, ჯულიეტას გამდელის მსახურიაბრამი, მონტეგის მსახურიმეაფთიაქესამი მემუსიკეფარეში პარისაოფიცერიქალბატონი მონტეგი, მონტეგის მეუღლექალბატონი კაპულეტი, კაპულეტის მეუღლეჯულიეტა, კაპულეტის ქალიშვილიგამდელი ჯულიეტასივერონის მოქალაქენი, ორივე ოჯახის ნათესავები, დარაჯები, მსახურები, გუნდი და ნიღბოსნები
მოქმედება _ ვერონაში. ერთი სურათი მეხუთე მოქმედებისა _ მანტუაში.
პროლოგი
(შემოდის გუნდი)
გუნდი
აი ამბავი, თუ როგორი ბედი სწვევიატურფა ვერონის ორ ძველ ოჯახს, ცნობილებს დიდად,მამათა შუღლი ახალ მტრობად გადუქცევიათდა წმინდა სისხლით შეუბღალავთ ხელები წმინდა.შავბედ ვარსკვლავზე, სავავალოდ ამ ორმა გვარმაორი ნათელი სიყვარულის ვარსკვლავი შობა,შემდეგ საბრალო მიჯნურების ბედის ავდარმა,მათმა სიკვდილმა საბოლოოდ შესწყვიტა მტრობა.გულისმწყვლელია სევდიანი ამბავი მათი!თუ ვით ნახავენ ძველი მტრობის მოსასპობ წამალს,თუ ვით მოკვდება ორი ბავშვი ძველ მტრობისათვის,-ამ ორ საათში დაინახავთ ყველაფერ ამას.და თუ რაიმეს ვერ იმხვდერხართ ჩვენს წინათქმში,თვალი ადევნეთ მოქმედებას, მივხვდებით მაშინ.
(გადის გუნდი)
მოქმედება პირველი
სურათი პირველი
ვერონა. მოედანი.
(შემოდიან ხმლებითა და ფარებით შეიარაღებული სამსონი და გრეგორიო- კაპულეტების მსახურნი)
სამსონიგრეგორიო, რაც არ უნდა მოგვივიდეს, თავს ნურავის გავამურინებთ!..
გრეგორიოროგორ თუ გავამურინრბთ! მენახშირეები ხომ არა ვართ!
სამსონიჯერ მათქმევინე: თუ ვინმემ გვაწყენინა, მაშინვე ხმალი ვიძროთ.
გრეგორიოკარგი იქნება, შენ ნუ მომიკვდე, ოღონდ ფრთხილად, გოგრა არავინ წაგაძროს.
სამსონიმე თუ ვინმემ გამახელა, ხელადვე ვეკვეთები.
გრეგორიოეგ არის, რომ მძიმედ იცი გახელება.
სამსონირას ამბობ, მონტეგის ძაღლიც კი საჩხუბრად აღმძრავს ხოლმე.
გრეგორიოაღმძრავსო?! მაშ უნდა აიძრე და გაიქცე?! მამაცობა ის არის, ერთ ადგილას გაჩერდე!
სამსონიმაგათი ძაღლის დანახვაზე მართლაც გავჩერდები, ფეხს არ მოვიცვლი. მონტეგის მსახურებისა და მოახლეების წინაშე კედელს აღვართავ.
გრეგორიოჯაბანი მონა ყოფილხარ: კედელს სუსტები ეფარებიან.
სამსონიმაგას კი მართალს ამბობ. იმიტომაც აჭეჭყენ ხოლმე ქალებს კედელზე, სუსტი ჭურჭლები რომ არიან. მეც ავდგები და მონტეგის მსახურებს კედლიდან გადმოვყრი, მოახლეებს კედელზე მივაჭეჭყ.
გრეგორიოჩვენ ხომ მსახურები ვართ, ჩხუბი ჩვენს ბატონებს აქვთ.
სამსონიეგ სულ ერთია. მე უნდა ვაჩვენო მაგატ რა მტარვალიცა ვარ. კაცებთან რომ ჩხუბი მომივა, გოგოებსაც არ დავინდობ, სულ თავებს წავაცლი.
გრეგორიოგოგოებს წაააცლი თავებს?
სამსონიმაშა! ან ქალწულობის კოკორს ავაცლი. როგორც გინდა, ისე გაიგე.
გრეგორიომაგას ის გაიგებს, ვინც გამოცდის.
სამსონიშენ ფიქრი ნუ გაქვს, გამიგებენ, მაგრამ მაგრად ვდგავარ. ის კი ყველამ იცის, რა ნაჭერი ხორციცა ვარ.
გრეგორიოკარგია, თევზი არა ხარ, თორემ სულ წყალწაღებული იქნებოდი. აჰა მონტეგის ორი მსახურიც. ხმალი იშიშვლე!(შემოდიან აბრაამი და ბალთაზარი)
სამსონიხმალი მზადამაქვს; შენ ჩხუბი დაიწყე, მაშინვე ზურგში მოგექცევი.
გრეგორიორაო? ზურგს შემაქცევ და გაიქცევი?
სამსონიჩემი ნუ გეშინია.
გრეგორიოეგღა მაკლია, შენი მეშინოდეს!
სამსონივცადოთ, კანონი ჩვენს მხარეზე იყოს: როგორმე იმათ დავაწყებინოთ ჩხუბი.
გრეგორიოროცა ჩავუვლით, მე შევუბღვერ, მაგათ კი როგორც ენებოთ, ისე მიიღონ.
სამსონიროგორც ენებოთ კი არა, როგორც გაბედავენ. მე ფრჩხილს მოვიკვნეტ მაგათ დასანახათ. თუ მოითმინეს, თავი მოეჭრებათ და ეგ არის.
აბრაამინეტა მაგ ფრჩხილს რას იკვნეტთ, ვაჟბატონო?!
სამსონიმე ჩემს ფრჩხილს ვიკვნეტ, ჩემო ბატონო.
აბრაამიჩვენს დასანახათ იკვნეტთ?
საამსონი(ჩუმად გრეგორიოს) კანონი ჩვენს მხარეზე იქნება, “ჰო” თუ ვუთხარი?
გრეგორიო(ჩუმადვე) არა.
სამსონიარა, ბატონო, მე ჩემი ფრჩხილი მოვიკვნიტე.
გრეგორიოჩხუბი ხომ არ მოგინდათ, ბატონო?
აბრაამიჩხუბი?! აჰ, არა, ბატონო.
სამსონიიქნებ მოგინდათ, გვიმსახურეთ! იცოდეთ, რომ ჩვენი ბატონი თქვენს ბატონზე ნაკლები არ არის.
აბრაამიარც უკეთესია!
სამსონივითომ?!
გრეგორიო(ჩუმად სამსონს) უკეთესია-თქო, უთხარი, აგერ ქალბატონის ძმისწული მოდის.
სამსონიდიხაც უკეთესია!
აბრაამიმიჰქარავ!
სამსონიგამოდი, თუ ბიჭი ხარ! აბა, გრეგორიო, ერთ შენებური დარტყმა გაიხსენე(ჩხუბს დაიწყებენ. შემოდის ბენვოლიო)
ბენვოლიოშეჩერდით ჩქარა, ჰე ბრიყვებო, ხმლები ჩააგეთ!(ხმლებს გააგდებინებს)თქვენ არც კი გესმით, რას სჩადიხართ.(შემოდის ტიბალტი)
ტიბალტიოჰო, ამ ლაჩარ არამზადებს დარიე ხელი?!აქეთ მობრუნდი, ბენვოლიო, სიკვდილს გაჩვენებ.
ბენვოლიოვცდილობ, როგორმე გავაშველო. ხმალი ჩააგე,ან მომეშველე მაგ მახვილით და გავაზავოთ.
ტიბალტითან ხმლით მიიწევს, თან კი ყბედობს გავაზავოთო!მე მძულს ეგ სიტყვა, ვით შენ მძულხარ, ვით ჯოჯოხეთი,ვით მონტეგების მთელი მოდგმა! გამოდი, მხდალო!(ჩხუბს დაიწყებენ. შემოდის რამდენიმე კაცი ორივ ეგვარისა. ისინიც ჩხუბში ჩაერევიან. შემდეგ შემორბის სამი თუ ოთხი მოქალაქე კეტებით).
მოქალაქენიჩქარა კეტები... ნაჯახები... შუბები აქეთ!დასცხეთ აქეთ ამ კაპულეტებს!... მენტეგებს დასცხეთ!...(შემოდიან მანტიამოსხმული მოხუცი კაპულეტი და ქ-ნი კაპულეტი).
კაპულეტირა ხმაურია? ჩემი გრძელი ხმალი მომეცით!
ქ-ნი კაპულეტიაჰა, ყავარჯენი, ყავარჯენი! ხმალი რად გინდა?
კაპულეტიმომეცით-მეთქი ჩემი ხმალი. მოხუცი მონტეგმოდის აქეთკენ და ხმლის ქნევით მე მემუქრება.(შემოდიან მოხუცი მონტეგი და ქ-ნი მონტეგი).
მონტეგიო, არამზადა კაპულეტო, ნუ, ნუ მაკავებ.ხელი გამიშვი!
ქ-ნი მონტეგიშენი მტრისკენ ბიჯსაც არ წარსდგამ.(შემოდის პრინცი ესკალუსი ამალით).
პრინცი ესკალუსიშფოთის ამტეხნო, მოქიშპენო, მშვიდობის მტერნომეზობლის სისხლში ხელგასვრილნო, თავლაფდასხმულნო!არ ესმით ნეტა?! ჰეი, ჰეი, ხალხნო! მხეცებო!თქვენ გეუბნებით, მტრობის ცეცხლს რომ აქრობთ თქვენივესხეულებიდან მომჩქეფარე წითელ შადრევნით.შორს გადასტყორცნეთ ეს შავბედ დღეს ნაწრთობი ხმლებიდა მოუსმინეთ ანრისხებულ პრინცის განაჩენს,თორემ განანებთ – არ დაგინდობთ, წამებით მოგკლავთ.უკვე მესამედ ჩხუბმა, მონტეგ და კაპულეტო,თქვენი უაზრო მითქმა – მოთქმით გაღვივებულმა,ჩვენი ქუჩების მყუდროება არივ – დარია.ვერონის მცხოვრებთ ღირსეული სამკაულებიშეაცვლევინა ჟანგიანი ძველი შუბებით,რომ შემმუსვრელი თქვენი მტრობა მით შეემუსრათ.კვლავ თუ გაბედეთ ჩვენს ქუჩებში აყალმაყალი,სიცოცხლის ფასად დაგიჯდებათ თქვენ დამშვიდება.ახლა ყველანი, ვინც აქა ხართ, დაიშალენით.თან გამომყვები შენ კაპულეტ, შენ კი, მონტეგო,გამოცხადდები სამსჯავროში გღეს შუადღისას,და იქ მოისმენ ჩვენს განაჩენს. კიდევ გაფრთხილებთ,დაიშალენით, თორემ ყველას სიკვდილით დაგსჯით!
(გადის ყველა, გარდა მონტეგისა, ქ-ნი მონტეგისა და ბენვოლიოსი)
მონტეგინეტა ვიცოდე, ძველი დავა ვინ გააღვივა!მითხარ ძმისწულო, შენც აქ იყავ, როცა ეს მოხდა?
ბენვოლიოკაპულეტების მსახურებისა და თქვენსა მსახურთგახურებული ჩხუბი ჰქონდათ, მე რომ მოვედი;გასაშველებლად მივეშურე, მაგრამ უეცრადანჩხლი ტიბალტი შემოვარდა, ხმალამოწვდილი,იქნევდა მახვილს, გამწარებით ჩეხავდა ჰაერს,-მაშინვე მივხვდი, ამით სურდა ჩემი გაწვევა,-ქარი კი მასვე დასცინოდა ანცი სისინით.ჩვენი ჩხუბის დროს მოზღვავდა და მოზღვავდა ხალხი.დაიწყეს ხელად ერთმანეთში გუნდ-გუნდად ბრძოლა,ვიდრემდე პრინცი ორივე გუნდს არ გარეკავდა.
ქ-ნი მონტეგინეტავ რომეო სად იქნება? ხომ არ გინახავს?კიდევ კარგი, რომ ჩხუბში ისიც არ ჩაერია.
ბენვოლიოერთი საათით მასზე ადრე, ვიდრე წმინდა მზეაღმოსავლეთის ოქროს სარკმელს გადმოხედავდა,გარეთ გამოველ, სევდიანი, ფიქრთ გასართველად.მაშინ ვიხილე, ქალბატონო, მე თქვენი ვაჟიქვემოთ, ქალაქის დასავლეთით, ლეღვის ჭალაში,დილაადრიან გამოსული დასეირნობდა.პირდაპირ მისკე გავექანე. . . რომ დამინახა,მაშინვე თავი ამარიდა, ტყეს შეეფარა.მყის თავი ჩემი წარმიმიდგა ამნაირ დღეში,-ასეთი რამე მეც რამდენჯერ გამომიცდია,-ხელადვე მივხვდი – მარტო ყოფნა ერჩივნა მაშინ,მე ჩემს გუნებას გავყევი და სიამოვნებითმას გავეცალე, ვინც ცდილობდა თავად გამცლოდა.
მონტეგიბევრჯერ უნახავთ დილდილობით ჭალაში იგი;თურმე ბილის ნამს უმატებდა საკეთარ ცრემლებსდა ღრუბლის ქულებს ამრავლებდა ოხვრით და ხვნეშით.მაგრამ როდესაც მზე, სიამის მომნიჭებელი,აღმოსავლეთით დაიძრება, რათა ავრორასსარეცელიდან შორს გაჰფანტოს ჩრდილის ფარდები,ჩემი გულმძიმე ვაჟიშვილი შინისკენ მორბის,შემოვარდება, ჩაიკეტავს ოთახის კარებს,დახურავს ფანჯრებს, დილის ნათელს გარეთ განდევნის,ღამის სიბნელედ გადაიქცეს დღის ელვარებას.ვიცი შავ დღეში ჩავარდება ასეთი ქცევით,თუკი როგორმე არ ვიხსენით კეთილი რჩევით.
ბენვოლიომაგრამ მიზეზი ხომ არ იცით, ძვირფასო ბიძავ?
მონტეგიარა, არ ვიცი. არაფერი წამოსცდენია.
ბენვოლიოარ გამოჰკითხეთ? არ ცდადეთ გამოგეტეხეთ?
მონტეგიმე თვითონ ვცადე, მეგობრებიც ბევრს შეეცადნენ,მაგრამ ამაოდ – ჯიუტია, თავისნათქვამი,თავს მოიკლავს და გულისპასუხს არვის გაანდობს,ისეთნაირად გულდახშული და მდუმარეა,როგორც კოკორი, მატლები რომ ღრღნიან ერთიან,ვიდრე ტკბილ ფურცლებს გაფურჩქნიოდეს სიტურფეს თვისას.გაგვაგებინა ამ ნაღველის მიზეზი ჩვენა,მაშინ წამალსაც მოვძებნიდით მის მოსარჩენად.(შემოდის რომეო)
ბენვოლიოაგერ, რომეოც. თქვენ წაბრძანდით, მარტო დამტოვეთ,მე გამოვკითხავ დარდის მიზეზს, არ დამიმალავს.
მონტეგინეტავი მართლა გაგიმჟღავნოს გულისპასუხი,ჩვენ გაგეცლებით – გამომყევი, ჩემო მეუღლევ.(გადიან მონტეგი და ქ-ნი კაპულეტი)
ბენვოლიომშვიდობის დილა, ბიძაშვილო.
რომეორა დროს დილაა!
ბენვოლიოეს წუთი იყო ცხრა დარეკა.
რომეოჰოი, ვაგლახ მე,ხო ხედავ, როგორ ზლაზვნით გადის ნაღვლიანი დრო.ის მამა იყო, ასე სწრაფად რომ გარტიალდა?
ბენვოლიოჰო, მამა იყო. ბიძაშვილო, მითხარი მაინც,დროს ამნაირად რომ გიგრძელებს რა ნაღველია?
რომეოიმის არ ქონა, რის ქონაც შეამოკლებდა.
ბენვოლიომაშ, მიჯნური ხარ?
რომეომოკლებული.
ბენვოლიოროგორ, სიყვარულს?
რომეომის თანაგრძნობას მოკლებული, ვინაც მე მიყვარს.
ბენვოლიოეჰ, სიყვარული შორიდან ჩანს ასეთი ტკბილი,თორემ ნამდვილადმტარვალი და მწამებელია.
რომეოვაგლახ, სიყვერულს ახვეული ხომ აქვს თვალები,გზას მაინც იგნებს, მაინც ტკბება ჩვენი წვალებით.სად ვისადილოთ? აჰ, ვაიმე! რაზე ჩხუბობდნენ?თუმცა რას გკითხავ, უკვე მითხრეს სუყველაფერი.ეს მძულვარება, თავისთავად, ბოროტებაა,მაგრამ მეტ ბოროტს სიყვარული გვიმზადებს ხოლმე.ოი, სინაზე მძულვარების! ო, ტრფობის შფოთვა!ო, ყველაფერი, წარმომდგარი არაფერისაგან;დინჯი სილაღე და ამაო სიდარბაისლე,ბნელი ქაოსი ლამზ სახის ქმნილებათაგან,ნათელი კვამლი, ცივი ცეცხლი, ტყვიის ბუმბული,ავადმყოფური სიჯასაღე, ძილი ფხიზელი,რომელიც სულაც არ ჰგავს ძIლსა... ამნაირ გზნებას,ასეთ სიყვარულს განვიცდი მე; არ გეცინება?
ბენვოლიოარა, მე უფრო მეტირება.
რომეოკეთილო სულო,მერე და რისთვის?
ბენვოლიოიმისათვის, რომ დაღვრემილს გხედავ.
რომეოდასაბამითვე სიყვარულმა ეს დაგვიბედა.გულს ლოდად მაწევს ჩემი სევდა, ისედაც მწველი,შენმა სევდამ კი, ლამის არის, დამრიოს ხელი:შენ თანამიგტძნობ, და მაგ ძმობით, მაგ სიყვარულით-ჩემს ნაღველს შენიც ემატება, მიკვდება გული.ყრფობა კვამლია, წარმომდგარი ოხვრით და ხვნეშით,ხან, თუ აღეგზნო, ცეცხლს აკვესებს მიჯნურთ თვალებში,გზა თუ დაუხშეს, ცრემლების ზღვად იქცევა მაშინ.კიდევ რა არის სიყვარული? სიგიჯე არის,ბრძნული სიგიჟე, ნაღველი და სიმწარე მტკბარი.მშვიდობით იყავ, ბიძაშვილო.
ბენვოლიომეც გამოგყვები,თუ არ წამიყვან, იცოდე, რომ გულს დამწყვეტ ამით.
რომეოგანა აქა ვარ, ჩემი თავი დავკარგე სულაც,რომეო არ ვარ, იგი სადღაც გადაკარგულა.
ბენვოლიოკარგი, ნუ ხუმრობ, ეს მითხარი, ვინ შეიყვარე?
რომეომაშ გითხრა კვნესით?
ბენვოლიონუ ხუმრობ, მითხარი ბარემ!...
რომეოავადმყოფს თავზე რომ დაადგე, ანდერძი სთხოვო,მარტო ამ სიტყვის გაგონებაც მოუღებს ბოლოს.არ გეხუმრები, ბიძაშვილო, მე ქალი მიყვარს.
ბენვოლიოკარგად მიმირყამს: აკი მივხვდი, ქალი გიყვარდა.
რომეოკარგო მსროლელო, მშვენებაა ჩემი ტფიალი.
ბენვოლიომით უფრო კარგი, კარგ სანიშნოს კარგად მოხვდება.
რომეოახლა კი მართლაც ააცდინე: იმ ქალს, ძმობილო,სულ ტყუილია, კუპიდონის ისრით ვერ დასჭრი.სიბრძნით, სიქველით სახელგანთქმულს დიანას დარად,უმანკოება და სიწმინდე მას დაიფარავს.ტრფობის ბალღური ისრისაგან უვნებელია.არ დაგანებეს, დააშტერდე ურცხვი თვალებით,სასიყვარულო სოტყვებს ყურსაც კი არ ათხოვებს,ვერც თვით წმინდანთა მაცდუნებელ ოქროთ შეაცდენ.მშვენებით მდიდარს, სიღარიბეც ასდევნებია,რადგან სიკვდილი მის მშვენებას თან გაიყოლებს.
ბენვოლიონუთუ შეჰფიცა სიკვდილამდე უმანკოდ დარჩეს?
რომეოასე შეჰფიცა და სიძუნწით დაღუპვას არჩევს,რადგან ხომ იცი, სილამაზის დამშევით ძალზეშთამომავლობა მოაკლდება კვლავ სილამაზეს.ის მეტისმეტად ლამაზია, ჭკვიანიც მეტად,რომ ჩემის ჩაგვრით თვით სამოთხე მიიღოს ბედად.იმან შეჰფიცა არ უყვარდეს, და მე მკვდარს თმენამარგუნა წილად, რომ ცოცხალმა გითხრათ ეს თქვენა.
ბენვოლიომე დამიჯერე, დაივიწყე იმაზე ფიქრი.
რომეოესეც მასწავლე, ფიქრი როგორ გადავივიწყო.
ბენვოლიოთავისუფლება მიეც თვალებს: სხვა ლამაზ ქალებსშეხედე ახლა.
რომეომაგრამ ეს ხომ, ერთხელ, ზადმერად,მე გამახსენებს მის მშვენებას და სილამაზეს:როგორც ნიღბები, ბადნიერნი, ტურფა ქალწულებსშუბლს უკოცნიან, თავად თალხნი, და უნებურადგაგვახსენებენ იმ სიტურფეს, რასაც თვით ფარვენ.აბა რამ უნდა დაავიწყოს ბრმას თვალისჩინი –ძვირფასი განძი, რაც დაჰკარგა სამარადჟამოდ!მაჩვენე თუნდა ქალი, ეშხით აღმატებული,მისი მშვენება მხოლოდ წიგნად გამომადგება,სადაც მე იმას წავუკითხავ, ჩემი მშვენებაიმ აღმატებულ სილამაზეს ვით აღემატა.მშვიდობით იყავ, სულ ერთია, ვერ დამავიწყებ.
ბენვოლიოან დაგავიწყებ, ნა მივკვდები, შენი მოვალე.(გადიან)
სურათი II
ქუჩა იმავე ქალაქში.(შემოდიან კაპულეტი, ოარისი და კაპულეტის მსახურნი)
კაპულეტიმონტეგსაც სწორედ ჩემნაირი სასჯელი შეხვდა,დაგვაჯარიმეს ერთნაირად, ასე მგონია,არ არის ძნელი ამ ხნის ხალხმა მშვიდად ვიცხოვროთ.
პარისისამწუხაროა, რომ ყველასგან პატივცემულ ხალხსმუდამ შუღლი გაქვთ, და თქვენს დავას ბოლო არ უჩანს.მაგრამ, ბატონო, ჩემს თხოვნაზე რას მიპასუხებთ?
კაპულეტიგავიმეორებ მხოლოდ იმას, რაც წინათ მითქვამს:ჯერ ჩემი ბავშვი ქვეყნის ავ-კარგს არ იცნობს კარგად,არ მოსწრებია წელიწადის თორმეტჯერ შეცვლას,ორი ზაფხულიც გაატაროს თავის ნებაზედა მხოლოდ შემდეგ ვიფიქროთ მის ქორწინებაზე.
პარისიმაგაზე ნორჩიც ბედნიერი დედაა ბევრი.
კაპულეტიადრე გათხოვილთ მუდამ ადრე ეღებათ ბოლო.ყველა ნუგეში, მაგის გარდა, მიწამ წამართვა,ეს ერთი დამრჩა ქვეყნად გულის გამხარებელი.თქვენ მაინც სცადეთ ქალის გულის მოინადიროთ,მე კი რა მეთქმის – იმის სურვილს არ აღვუდგები:თუ დაიყოლებთ, მის არჩევანს, ძვირფასო პარის,დავეთანხმები, დავუმოწმებ მხურვალე ლოცვით.მე მამაპაპურ წვეულებას ვმართავ ამაღამ,მოწვეული მყავს საყვარელი სტუმარი ბევრი,თქვენც იმათ შორის, სასურველი ყველაზე მეტად,თქვენის იქ ყოფნით სტუმართა რიცხვს ერთს შემატებდით.ჩემს ღარიბ ჭერქვეშ დაინახავთ ლხინში ამაღამქვეყნიურ ვარსკვლავთ, ცის მნათობებს რომ აბნელებენ,და ისეთივე ნეტარებას იგრძნობთ ჩემს სახლში,რასაც ჭაბუკის მოელვარე გული განიცდისმორთულ – მოკაზმულ გაზაფხულის მოახლოებით,რომელიც ზამთარს, აკოჭლებულს, ფეხდაფეხ მოსდევს.თქვენ მოუსნინეთ იმათ ყველას, კარგად შეხედეთ,და აირჩიეთ, ვინც რჩეული იყოს მათ შორის.ჩემს ქალსაც ნახავთ, ქალთ კრებულის გასამრავლებლად,თუმც სილამაზით იქნებ სულაც არ მიგიზიდოთ.ახლა წავიდეთ. (მსახურს აძლევს ქაღალდს) შენ კი, ბიჭო.. ტურფა ვერონასშემოივლიდი და მათ მოძებნი, ვინც აქ სწერია.დამიპატიჟე სუყველანი დიდის თავაზით.

(გადიან პარისი და კაპულეტი)

მსახურივინც აქა სწერია! აქა სწერია, მეწაღემ ადლი დაიჭიროს ხელში, ხოლო თერძმა სადგისი, მეთევზემ ფუნჯი აიღოს, მღებავმა კი ბადეო. ვინც აქა სწერია! რომ არ ვიცი, რა დაწერა ამის დამწერმა! წავალ და ნასწავლს ხალხს ვკითხავ აჰა, ბედზე გამოჩნდნენ.(შემოდიან რომეო და ბენვოლიო)
ბენვოლიოგაჩუმდი! ერთ ცეცხლს გაანელებს მეორე ცეცხლი,ტკივილს კი ისევ გააყუჩებს ტკივილი მწველი.დადექი, თავი მოაბრუნე, თუ თავბრუ გესხმის,და შენი ტანჯვა შეამცირე სხვა სატანჯველით.სხვა საწამლავი უფრო მწვავე შეასვი თვალებსდა საშინელი ძველი შხამი გაქრება ხოლმე.
რომეოეს მრავალძარღვა მისწრებაა სწორედ მაგისთვის.
ბენვოლიორას ამბობ, რისთვის?
რომეომაგ გატეხილ წვივისთვის-მეთქი.
ბენოლიორა მოგივიდა შენ, რომეო, ხომ არ გაგიჟდი?
რომეოგიჟი არა ვარ, მაგრამ გიჟზე უფრო ძლიერადვარ შებოჭილი, მოკლებული ყოველგვარ საზრდოს,ნაცემ-ნაგვემი და დილეგში დატყვევებული.(მსახურს) გამარჯობა, მეგობარო!
მსახურიგაგიმარჯოთ, ბატონო! ეს მიბრძანეთ, კითხვა თუ შეგიძლიათ?
რომეოდიახ, ვკითხულობ ჩემს ბედ-იღბალს უბედობაში.
მსახურიეს თქვენ იქნებ უწიგნოდ ისწავლეთ. მე გეკითხებით, დაწერილის წაკითხვა თუ შეგიძლიათ?
რომეოშემიძლია, თუ ენა ვიცი და ანბანს ვარჩევ.
მსახურიპატიოსანი კაცი ბრძანებულხართ მშვიდობით იყავით!
რომეოდაიცადე, მეგობარო, წავიკითხავ, (კითხულობს) სინიორ მარტინო თავისი ცოლითა და ასულებით: გრაფი ანსელმი და მისი მშვენიერი დები; ვიტრუვიოს ქვრივი ქალბატონი: სინიორ პლაჩენციო თავისი ტურფა ძმისწულებით; მერკუციო და მისი ძმა ვალენტინი; ბიძაჩემი კაპულეტი ცოლითა და ასულებით; ჩემი მომხიბლავი ძმისწული როზალინა: ლივია; სინიო ვალენციო და მისი ბიძაშვილი ტიბალტი; ლუჩიო და კეკლუცი ელენე. (უკანვე უბრუნებს ქაღალდს) მშვენიერი კრებულია! სად არიან მიწვეულნი?
მსახურიზემოთ.
რომეოვითან?
მსახურიჩვენს სახლში ვახშმად.
რომეოვის სახლში?
მსახურიჩემი ბატონის სახლში.
რომეოსწორედ ეგ უნდა მეკითხა შენთვის პირველად.
მსახურიახლა ისედაც მოგახსენებთ. ჩემი ბატონი დიდი და დოვლათიანი კაპულეტი გახლავთ და თუ მონტეგის გვარისა არა ხართ, გთხოვთ, თქვენც მობრძანდეთ და თითო ჭიქა ღვინო მიირთვათ.მშვიდობობით ბრძანდებოდეთ!

(გადის)

ბენვოლიოკაპულეტების მამაპაპურ ლხინში იქნებაშენი ბრწყინვალე როზალინა. იქვე იქნებავერონას ყველა მშვენიერი, ჩვენც იქ წავიდეთ.კარგად შეხედე, შეადარე შენი მშვენებასახე იმისას, ვისაც ლხინში მე დაგანახებ.მაშინ ნამდვილად დარწმუნდები, რომ შენი ბედიყვავი ყოფილა და ტყუილად გეგონა გედი.
რომეოთუ ეს თვალები მაგ ცრურწმენას მიიღებს ნებით,ჩემო ცრემლებო, ნაკვერცხლებად იქეცით მაშინ,დასწვით, დადაგეთ შენიღბული ეს მწველებლები,რომლებიც დღEმდე არ დამხრჩვალან ცრემლების ზღვაშიშენ ამბობ, თითქოს იყოს სადმე მასზე ნარნარი,ყოვლის მხილველ მზეს არ უნახავს იმის სადარი.
ბენვოლიოჯერ არ გინახავს სხვა მშვენება იმასთან ერთად,ამიტომ იგი დაუსახავს შენს თვალებს ღმერთად;ახლა კი თვალებს – ბროლის სასწორს, მიეცი ნებასხვა ლამაზ ქალწულს შეუწონონ შენი მშვენება;ლხინში გაჩვენებ მე სხვა ქალწულს, ვინც ისე ელავს,რომ შენს ხატებას გაახუნებს, გაჩვენებს ბნელად.რომეომოგყვები, მაგრამ სხვა ქალწულთა სამზერად არა,მე ჩემი სატრფოს სილამაზით დავტკბები მარად.(გადიან)
სურათი III
ოთახი კაპულეტების სახლში.
(შემოდიან ქ-ნი კაპულეტი და გამდელი).ქ-ნი კაპულეტიძიძა, სად არის ჩემი ქალი? ჩემთან მოუხმე.
გამდელიუკვე ვუთხარი, გეფიცებით უმანკოებას,რაც მაშინმქონდა, როცა ვიყავ თორმეტი წლისა.სად არსი მაინც ჩიტუნია, პატარა კრავი?ღმერთო მიშველე, ჯულიეტა, სადა ხარ, ქალო?(შემოდის ჯულიეტა)
ჯულიეტააჰა, მოვედი, ვინ მეძახდა?
გამდელიდედა გეძახდა
ჯულიეტამე აქ გახლავართ, რად მეძახდით, ჩემო დედილო?
ქ-ნი კაპულეტიაი, რა შვილო... მაგრამ, ძიძა, მარტო დაგვტოვე,საიდუმლოდ მსურს ვესაუბრო... თუმცა, დაბრუნდი,შენც მოისმინე, შენთან რა გვაქვს დასამალავი!ხომ ხედავ აგერ ჯულიერას – როგორ დაქალდა.
გამდელისაათობით მაქვს გამოთვლილი მაგისი ხანი.
ქ-ნი კაპულეტითოთხმეტისა არ არის ჯერაც.
გამდელითოთხმეტ კბილს დავდებ სანაძლეოდ, - ამას ისე ვამბობ, თორემ ვაი, რომ მხოლოდ ოთხი კბილიღა შემრჩა, თოთხმეტი წლისა ჯერ არ არის. პეტრეპავლობამდე რამდენი დღეა?
ქ-ნი კაპულეტიორი კვირაა, თუ ცოტა მეტი.
გამდელიმეტი არის თუ ნაკლებია, ერთი კი ვიცი –პეტრეპავლობის წინადღით ის თოთხმეტს შეასრულებს.სწორედ ამისი კბილა იყო ჩემი სუსუანაც, -ღმერთა აცხონოს, მე რა ღირსი ვიყავი მისი,ისეთი კარგი გოგო იყო, ზეცამ წამართვა.ჰო, რას ვამბობდი?... წინადღით-მეთქი პეტრეპავლობისიგი გახდება თოთხმეტისა, ეს ნაღდად ვიცი.აგერ თერთმეტმა წელმა განვლო მიწისძვრის შემდეგ,ჯულიეტა კი ის-ის იყო ძუძუს მოვწყვიტეთ.ეს კარგად მახსოვს, აბა იმ დღეს რა დამავიწყებს!ძირმწარა მქონდა წაწცხებული ძუძუს თავებზედა მზეში ვიჯექ, არხეინად სამტრედეს გვერდით.თქვენ და ბატონი ბრძანდებოდით მაშინ მანტუას.ჩემს მახსოვრობას დახეთ ერთი – ჰო, რას ვამბობდი?როგორც კი გემო გაუსინჯა ძირმწარას ბალღმა,ისე ემწარა, გადმომიგდო ძუძუ ხელადვე...და მიწაც ინძრა, შეტორტმანდა ჩვენი სამტრედე...გაგიხარიათ, მე მოვკურცლე!..მას შემდეგ აგერ მეთერთმეტე წელი წავიდა,მაშინ ეს ბალღი თავისუფლად დგებოდა ფეხზე,მაგრამ რას მივედ-მოვედები, რის ფეხზე დგომა!..დარბოდა კიდეც, აქეთ-იქით დაბაჯბაჯებდა;ეს იმით მახსივს, მიწისძვრის სწორედ წინადღითპატარამ შუბლი გაიტეხა, ჩემმა ქმარმა კი,-ღმერთმა აცხონოს, კაცი იყო გულმხიარული!-აიტაცა და დაუყვავა: “პირქვე დაეცი?არაფერია, გაიზრდები, დაჭკვიანდებიდა შენც გულაღმა დაეცემი – პირქვე კი არა!ასე არ არის ჯულიეტა?” ცუგრუმელამაცხელად ანება თავი ტირილს და ზეცის მადლმა,“ჰო ასეაო”, უპასუხა. ხუმრობას დახეთ!ათასი წელიც რომ მეცოცხლა, რა დამავიწყებს!“ასე არ არის?” შეეკითხა, და კუდრაჭამაცთავი ანება ხელად ტირილს, “ჰო” უპასუხა.
ქ-ნი კაპულეტიკარგი, გეყოფა, თუ ღმერთი გწამს, ახლა დაცუმდი.
გამდელიაჰა, გავჩუმდი... მგრამ, რა ვქნა, რომ გავიხსენებ,როგორ შესწყვიტა ტირილი და “ჰო” როგორა თქვა,სიცილს ვერაფრით ვერ ვიკავებ. თან დამერწმუნეთ,კენჭის ოდენა კოპი აჯდა; მძიმედ დავარდა.“პირქვე დაეცი” – შეეკითხა ჩემი მეუღლე,-“არაფერია, დაქალდები, დიდი გახდები,და შენც გულაღმა დაეცემი. ასე არ არსი?”ესეც გაჩუმდა და მიუგო, “ჰო, ასეაო”/
ჯულიეტამაშ შენც გაჩუმდი, გეხვეწები, ჩემო გადია.
გამდელიაჰა, გავჩუმდი; კრინტს არ დავძრავ, ღმერთმა გაცოცხლოს!შენზე ლამაზი ჯერ არავინ არ გამიზრდია.ნეტავი ღმერთი მომასწრებდეს შენს გათხოვებას,მეტს აღარ ვითხოვ...
ქ-ნი კაპულეტიმეც მაგისთვის მოგიხმეთ ახლა,გათხოვებაზე მინდა სწორედ მოგესაუბროთ.ჩემო გოგონა, ჯულიეტა, გსურს გათხოვება?
ჯულიეტაამ დიდ პატივზე მე ჯერ არც კი მიოცნებია.
გამდელირაო. პატივი? ერთადერთი ძიძა ვარ შენი,თორემ გეტყოდი – რძესთან სიბრძნეც გიწოვია-თქო.
ქ-ნი კაპულეტიდრო არის, შვილო, რომ იფიქრო გათხოვებაზე,აქ ვერონაში, ბევრი ქალი, შენზე უმცროსი,ოჯახის ღირსეული, უკვე დედაა.მეც, ჩემდა თავად, შენოდენა არც კი ვყოფილვარ,როდესაც ოჯახს მოვეკიდე და დედა გავხდი...სჯობს მოკლედ გითხრა – შენს თავსა მთხოვს მამაცი პარის.
გამდელივიცი, პატარა ქალბატონო, ჰოი, რა კაცი!მთელს ქვეყნადა ღირს! სანთელივით ჩამოსხმულია.
ქ-ნი კაპულეტივერონა არც კი მოსწრებია ჯერ ამგვარ ყვავილს.
გამდელირა კარგად ბრძანეთ! ყვავილია, სწორედ ყვავილი.
ქ-ნი კაპულეტიაბა რას გვეტყვი, ჯულიეტა, არ შეიყვარებ?ამეღამ ნახავ ჩვენთან პარისს, ლხინში გვეწვევა.შენ წაიკითხე მისი სახის ნათელი წიგნი,გასინჯე კარგად სილამაზის კალმით ნახატი,ყოველი ნივთი ერთმანეთს თუ ეხმატკბილება.და თუ კითხვის დროს შეგხვდეს რამე გაუგებარი,მაშინ თვალებში ჩაიხედე და ის აგიხსნის.სრულქმნილ მშვენებად რომ გადიქცეს ის ტრფობის წიგნი,მას უნდა ჩასმა ასეთივე მშვენიერ ყდაში.თევზიც ხომ მუდამ ზღვასი ცხოვრობს; და ეს გახსოვდეს,მშვენიერება გარეგანი ამაყობს მაშინ,როდესაც ბურავს სილამაზეს შინაგანს იგი.უფრო მით არის ღირსეული ბევრისთვის წიგნი,რომ ოქროს ამბავს ოქროსავე ყდები კაზმავენ.გაიზიარებ შენ ამგვარად, რასაც იგი ფლობს,თუ მას გაჰყვები, ამით შენიც არაფერს იკლებს.
გამდელიიკლებს? იმატებს! დედაკაცებს კაცი ასუქებს.
ქ-ნი კაპულეტიმოკლედ მითხარი, ნახავ პარისს და შეიყვარებ?
ჯულიეტავნახავ, თუ ნახვა კმარა კაცის შესაყვარებლად,და თანაც თვალებს ნებას მივცემ, რამდენსაც მეტყვით.(შემოდის მსახური)
მსახურიქალბატონო, სტუმტები უკვე მოვიდნენ, სუფრა გაშლილია, გთხოვენ მობრძანდეთ. თქვენცა გთხოვენ, პატარა ქალბატონო. ძიძას სწყევლიან საკუჭნაოში. აურზაური აქვთ. მეც იქაურობას უნდა მივხედო. გემუდარებით, გამომყევით.
ქ-ნი კაპულეტიაი, მოგყვებით. (მსახური გადის). ჯულიეტა, გრაფი შენ გელდება.
გამდელიწადი,ეძიე ნეტარი დღე და ღამეები!
სურათი IV
ქუჩა(შემოდიან რომეო, მერკუციო, ბენვოლიო, ხუთი თუ ექვსი ნიღბოსანი და მეჩირაღდნე).რომეოროგორ მოვიქცეთ, ვთქვათ რაიმე სახლში შესვლისას,თუ უბოდიშოდ და უსიტყვოდ უნდა შევიდეთ?
ბენვოლიოუკვე წავიდა დრო ასეთ უხვსიტყვაობის.ჩვენ არ მიგვიძღვის კუპიპდონი თვალახვეული,ვისაც თათრული ჭრელი მსვილდი უპყრია ხელშიდა ვისი ნახვაც ქალებს აფრთხობს საფრთხობელასებრ.ანკი პროლოგი ვიღას უნდა სახლში შესვლისას, ბორძიკით თქმული, მოკარნახის ნაჩურჩულევი.ეს საქციელი როგორც სურდეთ, ისე მიიღონ:ერთი ვიცეკვოთ ჩვენებურად და გამოვბრუნდეთ.
რომეომე ეგ ლამპარი მომაწოდეთ: სული დამძიმდადა აღარ ძალმიძს ვიხტუნავო. ლამპარს დავიჭერ.
მერკუციოარა, ძმობილო, უსათუოდ უნდა გაცეკვოთ.
რომეოარა, მე არა, დამერწმუნეთ. თქვენ საცეკვაოდთხელლანჩიანი წაღEბი გაქვთ. ჩემი სული კი,ვით მძიმე ტყვია, ისე მაგრად მაჯაჭვებს მიწას,განძრევაც მიმძიმს.
მერკუციომიჯნური ხარ, კუპიდონისგანითხოვე ფრთები და აიჭერ უჩვეულო სიმაღლე!
რომეოთავისი ისრით ისე დამჭრა და დამანელა,რომ აღარ ძალმიძს მაღლა აჭრა მსუბუქი ფრთებით,შებორკილი ვარ ისეთგვარად, რომ მწარე ნაღველსვერ გავეცევი – ტრფობის მძიმე ტვირთი ჩამძირავს.
მერკუციოთუ ჩაიძირე, სიყვარულიც ხომ ჩაიძირა!ნუ მიაყენებ მძიმე ტლკივილს ასეთ ნაზ საგანს.
რომეოტრფობაა ნაზი? ტლანქია და მოუხეშავი,შმაგი, მრისხანე... ეკალივით გჩხლეტს და გაწამებს.
მერკუციოთუ ტრფობა ტლანქად მოგეპყრობა – ტლანქად მოეპყარ,ჩხლეტის სანაცვლოდ – შენც უჩხვლიტე და დაანარცხე.აბა, მომეცი ეგ შალითA, სახეს მოვარგო (იკეთებს ნიღაბს).ნიღაბს - ნიღაბი! რას დავეძებ, თუ დამძრახავენ,დაე, გაწიტლდეს ჩემს მაგივრად ჩემი ნიღაბი.
ბენვოლიოდავაკაკუნოთ, შევიდეთ და შესვლისთანავეყველა ჩვენგანმა საცეკვაოდ გაუსვას ფეხი.
რომეოლამპარი მომე, იატაკი, ლერწმით ნაფენი,გულმხიარულმა უქნარებმა თელონ ფეხებით.მე დავუჯერებ მამაპაპურ ანდაზის სიბრძნეს:სანთელს დავიჭერ და შორიდან დაგიწყებთ ცქერას.მაშინ თამაშიც გახურდება, - ეჰ, ჩემი საქმეშავად და მყიედ მიდის ასე.
მერკუციომყიე თაგვია,მაგრამ თუ მართლა შავად მიდის შენი დღეები,მაშინ ჩვენ თვითონ ამოგათრევთ მაგ ჭაობიდან,აი, მაგ ბატონ-პატივცემულ სიყვარულიდან,სადაც ჩაფლულხარ ყურებამდე. ახლა წავიდეთ,ტყუილად ვხარჯავთ სანთელს დღისით.
რომეონეტა რას ამბობ?
მერკუციობატონო ჩემო, მე მსურს გითხრათ, რომ ამ ყოყმანითსიცოცხლის ნათელს ისე ვხარჯავთ, ვით სანთელს დღისით.მაგრამ დასთანხმდი რჩევას ჩვენსას, რადგანაც მასშიხუთჯერ მეტია სიბრძნე, ვიდრე ხუთის ჭკუაში.
რომეოთქვენ მეუბნებით, ღრეობაში გამოგყევიო,მაგრამ ეს ბრძნული რომ არ არის!
მერკუციომერე და რატომ?
რომეოწუხელ სიზმარი დამესიზმრა და იმის გამო.
მერკუციოსიზმარი ვნახე მეც აგრეთვე.
რომეოშენ რაღა ნახე?
მერკუციორასაც ტყუიან ასე ხშირად მეოცნებენი.
რომეორატომ, სიზმარი ხშირად გვამცნობს ჭეშმარიტებას.
მერკუციოეტყობა, ძილში, ფერთა ბებიაქალი,სულ პაწაწონა დედოფალი მაბი გწვევია,რომელიც, ზემოთ ოლდერმანთა ბეჭდის სამკაულს –აქატის ქვებსა ოდნავადაც არ აღემატება.შებმული გახლავთ ატომების პაწია ეტლშიდა მიძინებულთ უღიტინებს ცხვირში საამოდ,ობობას გრძელი ფეხები აქვს მის ეტლს ბორბლებად,ბორბლის საფარად კი კუტკალიას კოპწია ფრთები;ჭაპნადა ხმარობს აბლაბუდას უნაზეს ქსოვილს,ხოლო ცალუღად – მთვარის მკრთალ და მიბნედილ სხივებს;მათრახის ტარად ჭრიჭინობელის სუსტი ძვალი აქვს,შოტად კი – მუდამ ნაზი ფიბრი; მეეტლედა ჰყავსრუხი ხიფთანით შემოსილი პატარა კოღო,უფრო პატარა, ვიდრე მრგვალი, ნამცეცა მატლი,რომელიც ზარმაც ქალწულების თითებში ცოცოავს;ფუტურო თხილის ეტლს უმზადებსდურგალი ციყვი,ანუ მუხლუხი – ფერიების ძველი ოსტატი.ასე ამგვარად იგი დაჰქრის ღამიდან ღამით,მიჯნურებს თავში შეეჭრება და მაშინ იმათდაესიზმრებათ სიყვარული; ხან ჩაუქროლებსკარისკაცთ მუხლებს – დასეზმრებს მდაბლად მოდრეკას:მსაჯულთათითებს ჩაუვლის და – ქრთამს მოაცვენებს;დიაცთა ტუჩებს რომ ჩაურბენს – კოცნას ასიზმრებს, -ზღმურდლით უფარავს ხშირად ტუჩებს მრისხანე მაბი,რადგან სუნთქვა აქვს მოწამლულიშაქარყინულით; -ხან დიდებუთა ცხვირპირზედაც გაიჯირითებსდა წყალობის სუნს მოაჩვენებს სიზმარში იმათ,ზოგჯერაც მაბი მძინარე მღვდელს ცხვირთან მიუტანსუკვე შეწირულ გოჭის კუდსა და უღიტინებს, -ახალი მრევლი ესიზმრება მაშინ ამ ხუცესს;ხან ჯარისკაცსაც მოეხვევა იგი კისერზედა დაასიზმრებს, როგორა სჭირს თავის მტერს ყელსა,მერე უეცრად მოაჩვნებს ესპანურ მახვილს,მიწის საფრებსა, დიდი თასით სადღეგრძელოებსდა წამსვე ყურთან დაფთაფის ხმა!.. წამოვარდება,გამოიღვიძებს, დაინახავს, რამ დააფეთა,ორიოდ ლოცვას იბუტბუტებს და მიიძინებს.ეს მაბი გახლავთ, ცხენებს ღამით ფაფარს რომ უწნავს:ბალანს აუწეწს და ვაი მას, ვაი იმის დღეს,ვინც მის გამოხსნას მოინდმებს. ეს ჯადოქარი,თუკი შეასწრებს ქალიშვილებს გულაღმა მწოლთა,თვითონ ზევიდან დააწვება და შეასწავლისკარგად გასწიონ ვით ჭაპანი მეუღლეობის.ეს ის მაბია...
რომეომერკუციო, გეყოფა, კარგიგაჩუმდი-მეთქი, რასა ჩმახავ ამ სისულელეს!
მერკუციოშენ მართალი ხარ, მე სიზმარზე ვლაპარაკობდი,ხოლო სიზმარი მარტოოდენ ფუჭი ოცნებისდა მოცლილ ჭკუის ნაყოფია, სხა არაფერი;ისეთგვარივე მერყევია, როგორც ჰაერი,და ქარზე მეტად ცვალებადი, რომელიც აგერეალერსება ჩრდილოეთის ყინულის უბეს,მაგრამ უეცრად განრისხდება, გამოიქროლებსდა პირს დაიჭერს ცვარნაპკურებ სამხრეთისაკენ.
ბენვოლიოსწორედ ეგ ქარი გვიბნევს თავგზას; ჩვენ აქ ფეხს ვითრევთ.იქ უკვე ვახშამს მორჩებოდნენ. დავაგვიანებთ!
რომეომე იმას ვშიშობ, მეტისმეტად ადრე არ იყოს,რადგანაც ავი წინათგრძნობა მაფიქრიანებს,რომ ჩემს ვარსკვლავზე დაკიდული ვალალი ბედიამაღამინდელ ლხინთან მწარედ ამოქმედდებადა ეგ სიცოცხლეც სევდიანი მით დასრულდება.თუმც ღმერთმა, ვისაც ხელთ უპყრია ცხოვრების საჭე,წარმართოს ჩემი იალქანი თავის ნებაზე.აბა, წავიდეთ, ყმაწვილებო!
ბენვოლიომაშ დაჯკათ დოლსა!(გადიან).
სურათი V
დარბაზი კაპულეტის სახლში.(სცენაზე მემუსიკენი არიან. შემოდიან მსახურნი).
პირველი მსახურიქვაბქოთანა სადღა დაიკარგა, ალაგებას რომ არა მშველის? თეფშიფხეკია! ია თეფძიფხეკია, ისა!
მეორე მსახურიროცა ყველა სუფთა საქმე მხოლოდ ერთი ან ორი კაცის ხელთა და მათაც ჭუჭყიანი ხელები აქვთ, ნამდვილი ჭუჭყიანი საქმეც ეგ არის.
პირველი მსახურიაბა, ეს სკამები გაიტანე, კარადა გვერდზე მიდგი, თეფშების თადარიგიც გეჭიროს. თუ ღგერთი გწამს. ცოტა ნამცხვარიც შემინახე. თან, თუ გიტვარდე, მეკარეს უთხარი, სუსანა გრაინდსტონი და ნელ შემოუშვას. ჰეი, ანტონიო, ქვაბქოთანავ, არ გესმით?
მესამე მსახურიჩვენ მზადრთ, ბიჭო.
პირველ მსახურითქვენ გეძებენ, გეძახიან, გელოდებიან დიდ დარბაზში.
მესამე მსახურიორად ხომ არ გავიჭრებით?! აბა ცოცხლად, ბიჭებო! ვინც მეტს იცოცხლებს, მეტს იშოვის.(მსახუურნი გადიან. შემოდია კაპულეტი, ქ-ნი კაპულეტი, ჯულიეტა, ტიბალტი და სხვა მასპინძლები სტუმრებთან და ნიღბოსნებთან ერთად).
კაპულეტისალამს მოგიძღვნით!.. გადახედეთ ამ ქალბატონებს-ვისაც ბებერა არ აწუხებს, იცეკვებს თქვენთან.ქალბატონებო, ერთი ვნახოთ, ვინ არ იცეკვებს!აბა, რას იტყვით? პრანჭიაობას თუ მოჰყვება ვინმე,გეფიცებით, რომ მას ექნება ფეხზე ბებერა.ხომ გულში მოგხვდათ? ბატონებო, აბა მობრძანდით!იყო დრო, როცა მეც მეკეთა თქვენებრ ნიღაბი;მშვენიერ ქალებს ყურში ჩუმად ჩავჩურჩულებდიმომხიბლავ ზღაპრებს. მაგრამ ვაგლახ ის დრო წავიდა,მორჩა, გათავდა, წავიდა და არც დაბრუნდება!აბა, მობრძანდით, ბატონებო! მემუსიკენო,თქვენ დაუკარით! გოგონებო, ფეხი გაუსვით!მეტი სინათლე, ჰე, ბრიყვებო, არ გეყურებათ?!ჰა, განი, განი! გვერდზე მიდგით ეს მაგიდები!ბუხარში ცეცხლი განელეთ, ძალიან დაცხა.ერთი შეხედე, როგორ ხელად გამხიარულდნენ!აჰ, ბიძაშვილო კაპულეტო, მანდვე იჯექი,რაღა დროს ჩვენი ცეკვა არის! აბა თუ გახსოვს,უკანასკნელად ჩვენ ნიღბები როდის გვეკეთა?
მეორე კაპულეტიღვითსმშობლის მადლმა, ოცდაათი წლის წინათ, ძმაო.
კაპულეტირას ამბობ, კაცო, ეგ ბევრია, ამდენი არა:სწორედ სამებას შესრულდება ოცდამეხუთე,რაც ლუჩენციო დაქორწინდა. ჩვენ კი ნიღბებითუკანასკნელად იქ ვიყავით, იმის ქორწილში.
მეორე კაპულეტიარა, ბატონო, რას ბრძანებ, მეტია, მეტი,იმისი ვაჟი ოცდაათის იქნება უკვე!
კაპულეტიასე გგონია? მაშ ამაზე რას მეტყვი ახლა,რომ ორი წლის წინ იმას ისევ მეურვე ჰყავდა?
რომეო(მსახურს) ვინ არსი ის ქალი, იმ ჭაბუკის მკლავ სრომ ამშვენებს?
მსახურივერა ვცნობ, ბატონო ჩემო
რომეომისმა კაშკაშმა ჩირაღდნებსაც წაართვა ძალა;ტოლი არა ჰყავს ქვეყანაზე, მარტოა, ცალად!შავს ეთიოპელს ბრილიანტის საყურე შვენის,ღამის ღაწვებს კი – ეს მშვენება, სინათლის მფენი.როგორც ყვავებში თეთრი მტრედი თოვლივით ელავს,სხვა ქალწულებიც ამ მშვნებამ სულ ჩააბნელა.ცეკვას მორჩება და მეც მასთან გავჩნდები ჩქარა,ნეტარებისთვის მისი ხელის შეხებაც კმარა.ჩემს თვალს აროდეს არ უხილავს სიტურფე მსგავსი,არც ყვარებია გულს არავინ ასე ძვირფასი.
ტიბალტიმონტეგის ხმაა! ჩემი ხმალი მომეცი, ბიჭო,ერთი შეხედე არამზადას, ყურმოჭრილ მონას!როგორ გაბედა ამ ნიღაბით ჩვენთან შემოსვლა!]არ გვეპუება, მასხრად იგდებს ჩვენს დღესასწაულს.ახია მოვკლა და ღირსება ჩვენი დავიცვა!არც ჩამეთვლება ეს მე ცოდვად, წინაპრებს ვფიცავ.
კაპულეტირა მოგივიდა შენ ძმისწულო, ვის ურისხდები?
ტიბალტიშეხედე, ბიძავ, ჩვენი მტერი, ბილწი მონტეგიარ გვეპუება, არაფერი არ უდგას წინა –აქ მოთრეულა, ღრეობაზე ჩვენს დასაცინად.
კაპულეტირომეო არის ეს ყმაწვილი?
ტიბალტიის არის სწორედ,ბილწი რომეო.
კაპულეტიდაეხსენი, ჩემო კეთილო,ხომ ხედავ, როგორ ღირსეულად უჭირავს თავი!მაგის ღირსება, ვაჟკაკაცობა და გაზრდილობა,უნდა გამოვტყდეთ, მთელს ვერონას ესახელება.არც ნება სმივცემ, რომ ჩემს ჭერქვეშ ის შეურაცხყონ,თუნდა ამისთვის დამიმკვიდრინ მთელი ქალაქი!შენც დაეხსენი, თითქოს სულაც არ შეგენიშნოს;ასე მსურს ახლა, და თუ რადმე მე მიგაჩნივარ,მაშინ დამშვიდდი, მხიარული ეჩვენე ყველას,ნუ დამანახვებ, ჩემო კარგო, დაბღვერილ სახეს.ლხინის დროს ცხვირის ჩამოშვება აბა სად თქმულა!
ტიბალტიდიახაც თქმულა, არამზადა როცა გვყავს სტუმრად!არ შემიძლია, ვერ ავიტან...
კაპულეტიარა, აიტან,აიტან-მეთქი, გეუბნები. შეხედე ერთი, რა თავს გავიდა! მასპინძელი მე ვარ თუ შენ ხარ?იქით გამშორდი. ვერ აიტანს! ღმერთო, მიშველე!ჩხუბის ატეხა გსურს? ამას დახედეთ!
ტიბალტიეს შერცხვენაა, ბიძაჩემო, ჩვენი შერცხვენა.
კაპულეტიწა, წადი-მეთქი, შე თავხედო! იქით გამშორდი!ერთი შეხედე! ეს ანჩხლობა კარგს არას შეგყრის.აჰ, მეურჩები? ყოჩაღ, კარგი დრო მოგინახავს!(სტუმრებს) კარგადა ბრძანეთ, გეთანხმებით – შე ყოყლოჩინა!თუ არ დაიშლი ... (მსახურთ) ჰა, სინათლე მეტი!-ჰოი, სირცხვილო1 რაო? კიდევ! ჩაგაწყვეტინებ!(სტუმრებს) გამხიარულდით, მოილხინეთ, ჩემო კარგებო!
ტიბალტინაძალადევი თავდაჭერა და ბოღმა მწველიერთმანეთს ებრძვის, ტანში მივლის მე ჟრუანტელი.რა გაეწყობა, წავალ, რაკი მიბრძანეს გაცლა,მაგრამ სიმწარეს მალე ნახავს, ამ ლხინის ნაცვლად.(გადის)
რომეო(ჯულიეტას) უღირსი ხელით თუ შევბღალე წმინდა მშვენებათაყვანსაცემი, სინაზით რომ არა ჰყავს სწორი,მაშინ მა ტუჩებს, ორ მწირ მლოცველს, მიეცი ნებაგამოისყიდონ შეცოდება ნაზი ამბორით.
ჯულიეტაშენ მეტისმეტად შეურაცხყოფ, მწირო, შენს ხელებს,მათი მოქცევა ღვთიურია, ფაქიზი, სწორი:მლოცველებიც ხომ ეხებიან ხელით წმინდანებს,ხელით შეხება არის მათთვის წმინდა ამბორი.
რომეომერე ტუჩები არ აქვთ წმიდანთ ან იმ მლოცველებს?
ჯულიეტადიახ, მლოცველო, რომ ტუჩებით ილოცონ მხოლოდ.
რომეოჩემმა ტუჩებმაც მაშ მიბაძონ, წმინდანო, ხელებს,მიეცი ნება, თორემ რწმენას დავკარგავ ბოლოს.
ჯულიეტათავის შერხევა თანხმობის დროს არ მოსდგამს წმინდანს.
რომეომაშ, ნუ შეარხევ! სიტკბოება ვიგემო მინდა. (კოცნის)შენმა ტუჩებმა მოაცილეს ცოდვა ჩემს ტუჩებს.
ჯულიეტამაგრამ ის ცოდვა ჩემს ბაგეებს გადმოჰყვება, განა!
რომეოეს შენი ტკბილი საყვედური მე გულს მიყუჩებს!მაშ დამიბრუნე კოცნ უკან (კოცნის).
ჯულიეტაშენ ამისთანასაამო კოცნა საღმრთო წიგნში ისწავლე, ალბათ.
გამდელიდედა გეძახით.(ჯულიეტა გადის)
რომეომაგის დედა ვინ არის მერე?
გამდელიროგორ, ყმაწვილო, დიასახლისს არ იცნობთ, განა?კეთილი არის მეტისმეტად, ბრძენი და ქველი.მისი ქალი კი, რომელთანაც თქვენ საუბრობდით,მე გამოვზადრე. მასაც გეტყვი, რომ ეს ქალწულივისიც გახდება, დიდ განძეულს ჩაიჩხრიალებს.
რომეომაშ კაპულეტი არის იგი? ჰოი, ვაებავ!ჩემი სიცოცხლე მტრის მახეში როგორ გაება!
ბენვოლიოაბა, წავიდეთ, თავშექცევა უკვე თავდება.
რომეოვშიშობ, რომ მასთან ჩემი სულის შფოთვა იწყება.
კაპულეტიჯერ დაიცადეთ, ბატონებო, ნუ ეშურებით.თქენთვის პატარა სუფრა უნდა გაშალონ კიდევ.მაინც არ იშლით? მაშ, მშვიდობით, მადლობას გწირავთ.მადლობა ყველას, ბატონებო, მშვიდობის ღამე.აბა ლამპრები! ეჰ, წავიდეთ, ჩვენც მოვისვენოთ.ღმერთმა დალახვროს, მართლაც გვიან ყოფილა, განა.(გადის ყველა, გარდა ჯულიეტასი და გამდელისა)
ჯულიეტაჩემო გადია, ჩემთან მოდი; მითხარ, ვინ არისაი, ის კაცი, იქ რომ მიდის?
გამდელიის კაცი გახლავთტიბერიოს ძე და მემკვიდრე.
ჯულიეტაის ვინღა არის,იმ კარიდან რომ გადის ახლა?
გამდელიღმერთო, ეს, მგონი,პეტრუჩიოა.
ჯულიეტაის ვინღაა, მას რომ მიჰყვება,აი, ცეკვა რომ არ ინდომა.
გამდელიმაგას კი ვერ ვცნობ.
ჯულიეტაწადი, გამიგე მისი გვარი, ჩემო გადია;და ცოლიანი თუა იგი, ცივი სამარემე საქორწინო სარეცელად გადამექცევა.
გამდელირომეო გახლავთ, ერთადერთი ძე თქვენი მტრისა.
ჯულიეტაიქ გიფურჩქნა ერთადერთი, პირველი ტრფობა,სად ერთადერთი, საშინელი, ჩვენა გვაქვს მტრრობა.ია მეტად ადრე ვნახე, გვიან ვიცანი მეტად,ვაი, წყეულ მტრის სიყვარული მერგო მე ბედად.
გამდელირაო, რას ამბობ, ჯულიეტა?
ჯულიეტაარაფერს, ძიძა,ლექსი მასწავლეს ცეკვის დროს და ვიმეორებდი.(შიგნიდან ეძახიან ჯულიეტას)
გამდელიმოვდივართ კიდეც. მაშ ცავიდეთ. ყველა წავიდა.(გადიან)
მოქმედება მეორე
(შემოდის გუნდი)გუნდიმოკვდა სი ძველი გატაცება, ის სიყვარული;ნორჩი შემცვლელი გამოუჩნდა გრძნობას გათელილს.იგი, ნათელი, ვისთვის ძველად კვდებოდა გული,ჯულიერასთან აღარ არის უკვე ნათელი.რომეო უყვართ, მასაც ტრფობის ცეცხლი ედება.ორთავ ჰკლავს მზერა და ორივე იდაგვის ამით;ვაჟი აშკარად ქალის სახლში ვერ გამოჩნდებადა ქალმაც უნდა მოიპაროს შეხვედრის წამი.თუკი ჩავარდა, თუ გაიგეს მანდვილი გვარი,თავს ვერ დაიხსნის მიჯნურისთვის ჩვეული ფიცით.ჯულიერაც ხომ იმავ ცეცხლით არსი დამწვარი,მხოლოდ ესა – ეშმაკიბა ნაკლები იცის.მაგრამ ჰა, ვნება გადაიქცა საოცარ ძა;ად,და დრო უშველის ნახვის სიტკბო იგემონ კვალად.(გადის გუნდი)
სურათი I
მოედანი კაპულეტების ბაღის წინ.(შემოდის რომეო).
რომეოგული აქ მრჩება და უგულოდ სადღა წავიდე?!მაშ, მძიმე მიწავ, დაბრუნდი და შენი მზე ჰპოვე.
(ბაღის კედელს გადაევლება. შემოდიან ბენვოლიო და მერკუციო).
ბენვოლიოეი, რომეო, ბიძაშვილო!
მერკუციობრძნულად მოიქცა,თავს გეფიცები, შინ წავიდა დასაძინებლად.
ბენვოლიოარა, აქეთკენ გამოიქცა და გადაევლობაღის გალავანს. მერკუციო, შენც დაუძახე.
მერკუციოთილისმით შევკრავ. ჰა, რომე, შმეგო! შეშლილო!ვნებავ! მიჯნურო! ოხვრის სახით გამოგვეცხადე.მითხარი თუნდა ერთი რითმა, მე დაგჯერდები,თქვი: “აჰ, ვაიმე მიჯნურთ ბედი” – რითმად კი “მტრედი”.მიუალერსე ნათლიდედა ვენერას ტკბილად,ანდა შეარქვი მეტსახელი მის ბრმა მემკვიდრეს,მის ახალგაზრდა ვაჟიშვილსა – ადამ კუპიდონს,რომელმაც მეფე კოფეტუას ისარი სტყორცნადა შეაყვარა მაშინათვე გლახაკი ქალი.მიგრამ არ მისმენს, მაიმუნმა სული დალია.რახან ასეა, სჯობს ვიხმარო ისევ თილისმა;გაფიცებ-მეთქი როზალინას ელვარე თვალებს,მის მაღალ შუბლსა და სისხლისფერ ტუჩებს გაფიცებ,კოპწია ფეხებს, საამურად და ჩამოქნილ წვივებს,მთრთოლავ თეძოებს და ყველაფერს იმის მისაზღვრეს,რომ გამოცხადდე ჩვენს წინაშე შენივე სახით.
ბენვოლიოკარგი, მოეშვი – გაიგონებს და გაბრაზდება.
მერკუციოარ გაბრაზდება იგი ამით. მე რომ მომეხმომის უცხო ვინმე, მაშინ სხავ იყო.ჩემ განზრახვა წმინდაა და პატიოსანი:მისი ტრფიალის დაფიცებით მსურს გავაფხიზლო.
ბენვოლიოწავიდეთ, იგი მოეფარა დაბურულ ხეებს,რათა გაანდოს ამ ბნელ ღამეს გულისპასუხი.ტრფობა ხომ ბრმაა და სიბნელე შეჰფერის კიდეც.
მერკუციოის ბრმა რომ იყოს, ნიშანს ვეღარ მოახვედრებდა.რომეო ახლა ზღმარტლის ბუჩქის ქვეშ ჩამოჯდება.დაიწყებს ნატვრას, მისი სატრფო იმ ხილად იქცეს,გოგონები რომ ეშმაკურად ზღმარტლს ეძახიან,როცა ჩუმ-ჩუმად ერთმანეთთან ლაზღანდარობენ.მართლაც, რომეო, მართლაც მოხდეს და ის გადაიქცესგაშლილ და ღია... (ან სხა რამეს) ; შენ კი მსხლად იქცე.მშვიდობით იყავ, მივაშურებ ისევ ჩემს საწოლს,თორემ მინდორი ცივია და ვერ დავიძინებ.წამო, წავიდეთ. არ მოდიხარ?
ბენვოლიიოწავიდეთ, ბარემ.როდესაც იცი, ვერ იპოვი – ამაოდ ეძებ.
(გადის)
სურათი II
კაპულეტის ბაღი
(შემოდის რომეო)
რომეოვინც არ დაჭრილა, იარასაც რაფრად აგდებს.(ფანჯარასთან გამოჩნდება ჯულიეტა).ეა რა მათელი აელვერდა იმის სარკმელში?აღმოსავლეთით არის იგი, მზე – ჯულიეტა.ამოდი, მზეო, დააბნელე და სნეული მწუხარებისგან,რადგან მის ქასწულს ელვარება მეტი გაქვს უფრო.ნუღარ მსახურებ იმ შურიანს; ქაწულთ სამოსიმწვანეა მეტად, უფერული – სჯობს გაიხადოდა გადააგდო. მასხარებსღა აცვიათ ახლა.ო, ჩემო ტკბილო დედოფალო, ო, სიყვარულო!მან რომ იცოდეს, როგორ მიყვარს!ის ლაპარაკობს. თუმცა არა, სდუმს. სულ ერთია,მისი თვალები მეტყველებენ , მათ ვუპასუხებ.მაგრამ რას ვბედავ! განა ჩემთან ლაპარაკობენ!ორ ნათელ ვარსკვლავს განუზრახავს ზეციდან წასვლა,და ახლა სთხოვენ ჯულიეტას თვალებს ისინი-იციმციმეთო ჩვემს ადგილზე დაბრუნებამდე.რა იქნებოდა, ეს თვალები ზეცას ამკობდნენ,ვარსკვლავები კი ჩამოვიდნენ თვალების ნაცვლად!იმისი სახის ელვარება ჩააბნელებდავარსკვლავთა ციმციმს, ვით დღის შუქი ჩააქრობს ლამპარს,ხოლო თვალები დააფრქვევდნენ ისეთ სინათლეს,რომ ფრინველები დაიწყებდნენ დილის სიმრერას.აჰა, ეყრდნობა სახოთ ხელებს! ნეტავ მაქციახელტათმანებად იმ ხელებზე, რომ ტურფა ღაწვებსშევეხო მაინც.
ჯულიეტაჰოი, ვაგლახ!
რომეოის ლაპარაკობს.სხივმომფინარე ანგელოზე, კიდევ თქვი რამე!შენ ამ რამეში იმგვარადვე აფრქვევ სინათლეს,როგორც ფრთოსანი, მოელვარე შიკრიკი ცისა,ზანტად მავალი ღრუბლებით რომ დაცურავს ცაში,ხოლო მოკვდავნი სასოებით მას შეჰყურებენ.
ჯულიეტაოი, რომეო, ო, რომეო, რად ხარ რომეო?მამა უარჯყავ, დაგმე გვარი, გამოიცვალე;მაგრამ თუ ა გსურს სიყვარულის მომეცი აღთქმა,რომ შენი გავხდე, აღარ მერქვას მე კაპულეტი.
რომეო(ჩუმად) არ ვიცი, რა ვქნა, ვუსმინო თუ პასუხი გავცე?
ჯულიეტაშენი გვარი მმტრობს მატროოდენ, შენ არ ხარ მტერი;შენ ხომ – შენა ხარ! სრულებითაც არ ხარ მონტეგი!ანკი რას ნიშნავს ეს მონტეგი? ის არც ხელია,არც ფეხია, არც მკლავია და არცა სახე,არც სხვა რაიმე ნაწილია ადამიანის.გემუდარები, შეიცვალე შენი სახელი;ხომ სულერთია: ვარდს რომ ვარდი აღარ უწოდო,ტკილსურნელება იმგვარივე იქნება მაინც,და რომეოსაც თუნდ რომეო არ დაუძახო,ტავისი ძველი ბრწყინვალება მაინც შერჩება.გამოიცვალე შენი გვარი, რაიც ისედაცარ წარმოადგენს ნაწილს შენსას და იმის ნაცვლადმე წამიყვანე.
რომეოთუ აგრეა, სიტყვაზე გიჭერ.სატრფო მიწოდე, ხელმეორედ მოვინათლებიდა დღეის შემდეგ მე რომეო აღარ მერქმევა.
ჯულიეტავინა ხარ მანდა? ღამის წყდიადს მოფარებული, ქურდულად ისმენ ჩემს გულისთქმას!
რომეოარ ვიცი სწორედ,რა გიპასუხო. ჩემი გვარი მევე შემძულდა,ჩემო ღვთაებავ, რადგან იგი მტრად დაგისახავს.და რომ ქაღალდზე დაწერილი ვიხილო სადმე,მაშინვე დავხევ.
ჯულიეტაშენგან ჯერაც არ მსმენიაასიოდ სიტყვა და, მერწმუნე, მაინც ვცნობ ამ ხმას.ხომ რომეო ხარ, შენ მონტეგი?
რომეოტურფა ღვთაებავ,რაკი ასე გძელს ეს სახელი – არც ერთი არ ვარ.
ჯულიეტააწ რისთვის მოხველ, ანდა როგორ, მითხარი ერთი?ბაღის კედელი მაღალია და მიუვალი,საბედისწერო არის შენთვის ეს არემარე.ხომ იცი ვინც ხარ – არ დაგზოგვენ ჩემიანები.
რომეომე გადმოვფრინდი სიყვარულის მსუბუქი ფრთებით-ნამდვილ ლიყვარულს ქვის ჯეირი ვერ შაჩერებს:გამბედავია, ყოვლისშემძლე, ყველაფერს დასძლევს.შენიანებიც, დამერწმუნე, ვერ დამიჭერენ.
ჯულიეტაარა, მიგკლავენ, დამერწმუნე, თუკი შეგნიშნეს.
რომეოშენი თვალების მრისხანება უფრო მაშინებს,ვიდრე იმათი ოცი ხმლისა. ოღონდ ალერსითმომაპყარ თვალი, მათი მტრობა ვერას დამაკლებს.
ჯულიეტადღეც დამლევია, ოღონდ იმთ არ დაგინახონ.
რომეოიმათ თვალთაგან დამიფარავს ღამის ნაბადი.შემნიშნინ თუნდაც, არ ვინაღვლი, ოღონდ გიყვარდე,მიჯოს იმათმა მძულვარებამ მომიღოს ბოლი,ვიდრე ვიცოცხლო შენს სიყვარულს მონატრებულმა.
ჯულიეტამაშ, ეს მითხარი, ვინ გასწავლა შენ ჩემი სახლი?
რომეოშენმა ტრფობამ და სიყვარულმა გზა გამიკვლია,მან რჩევა მიმცა, მე ვათხოვე ჩემი თვალები;თუნდ ყოფილიყავ უშორესსა და უცნობ ნაპირს,ვრცელი ზღვის იქით, - თუმცა არა ვარ მე მეზღვაური,-წამოვიდოდი, მოგძებნიდი ასეთ საუნჯეს.
ჯულიეტაარ მიფარავდეს ახლა სახეს ღამის ნაკვთები,ქალწულებრივი მორცხვობისგან გავწითლდებოდი,რადგან იდუმალ ყური მოჰკარ ჩემს აღსარებას.ნეტა შემეძლოს,რომ უარვყო ჩემივ ნათქვამი!..შორს, თვალტმაქცობავ! თქვი, გიყვარვარ? ვიცი, “ჰოს” მეტყვიდა მეც ვენდობი მაგ შენს სიტყვებს. რომ დაიფიცო,ხომ შეიძლება მომატყუო? აკი ამბობენ,იუპიტერი იცინისო მიჯნურთა ფიცზე!ჩემო რომეო, თუ გიყვარვარ, გულახდით მითხარ,მაგრამ თუ ფიქრობ, რომ ადვილად მიმინადირებ,გაგიჯავრდები, განვრისხდები, კოპებს შევიკრავ,და მერე თუნდა მემუდარო, გაგიძალდები...ეს მართალია მეტისმეტად მიყვარხარ, მონტეგ,-ამიტომ იქნებ შენ ჩამთვალო თავქარიანად,-მაგრამ მერწმუნე, გიერთგულებ იმათზე მეტადვინც ცბიერებით თავს გაჩვენებს მიუწვდომელად.უფრო გულცივიც ვიქნებოდი, უნდა გამოვტყდე,რომ შენ ანაზდად ჭეშმარიტი შეყვარებულისარ მოგესმინა აღსარება. მაშ მომიტევედა ასე ჩქარი დათანხმება არ ჩამიტვალომსუაბუქფრთებიან, ქარაფშუტა სიყვარულადა,რომელიც ახლა ბნელმა ღამემ გამოამჟღავნა.
რომეოო, გეფიცები, ქალბატონო, ამ სათნო მთვარეს,რომელიც ვერცხლით ავარაყებს ხის კენწეროებს...
ჯულიეტანუ, მერყევ მტვარეს ნე ფიცულობ, იგი მუდამ თვეღალატობს ხოლმე თავის მრგვალ სახეს, და შენი ტრფობაციმ მთვარის მსგავსად ცვალებადი ნუ შეიქნება.
რომეომაშ რა შეგფიცო?
ჯულიეტასრუ;ლებითაც ნუ დაიფიცებ...და მაინც თუ გსურს, დაიფიცე შენ ჩემი კერპი,ჩემი ღვთაება – შენი ტავი, და დაგიჯერებ.
რომეოთუ ჩემი გულის სიყვარული და სათაყვანო...
ჯულიეტანუ, ნუ ფიცულობ, მიხარია თუმც რომ გიყვარვარ,ეს რამის აღთქმა მაინც ისე როდი მახარებს.ის მეტისმეტად ჩქარი, არაბრძნული, უეცარია,და ელვასა ჰგავს, რაიც ისე სწრაფადა ჰრება,და ცვენ თქმასაც კი ვეღარ ვასწრებტ: “აჰა, ელავსო”.მშვიდობის ღამე! ჩვემს მეორე შეხვედრისათვისზაფხულის სუნთქვა სიყვარულის ამ კოკორს გაშლისტურფა ყვავილად. მაშ, მშვიდობით, მშვიდობის ღამე!დე, შენამ გულმაც მოისვენოს ისე მშვიდად,რა სიმშვიდითაც განისვენებს ეს გული წმინდა.
რომეოასე დამტოვებ?ეშოს არ მეტყვი რამეს?
ჯულიეტარა ნუგეშსა მთხოვ, საყვარელო, ახლა, ამ ღამეს?
რომეოშენც შემომფიე სიყვარული, ჩემის სანაცვლოდ.
ჯულიეტავიდრე შენ მთხოვდი, მე მანამდე მიგეც ეგ აღთქმა,ტუმც ახლა მინდა ისევ მქონდეს დასაფიცებლად.
რომეოუკანვე მიგაქვს? მაგრამ რისთვის, ჩემო ტრფიალო?
ჯულიეტარომ უხვი ვოყო და შემეძლოს ხელმეორედაცისევ ხა ისევ მოგცე აღთქმა! თუმც რაღას ვნატრობ;სიუხვეს ჩემსას, ვით ზღვეს გაშლილს, არ აქვს საზღვარი,და სიყვარულიც ღრმაა ცემი – რამდენს მეტს მოგცემ,მეტი დამრჩება, რადგან ორივ უსაზღვრო არის.ხმაური მესმის, საყვარელო, ახლა მშვიდობით!(ძიძა ეძახის)აჰა, მოვდივარ, ჩემო ძოძა. ძვირფასო მონტეგ,ნუ დამივიწყებ... დაიცადე ახლავე მოვალ.(გადის)
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი