პოეზია · ლირიკა
სამი ლარი
1ტყე. სამი ავაზაკი ჩხუბით იყოფს ნაქურდალ ლარებს: სწრაფმავალ ჩექმებს, უჩინმაჩინისლაბადას და ფოლადის მჭრელ მახვილს. თუმცა, ერთი შეხედვითვწ ჩანს, რომ სამივე უვარგისიძველმანია.პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: ლაბადა აქ მომეცით.მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი : გეყოთ ყბედობა. მახვილი მე მომეცით. ეჰ, ჩექმები მოუპარიათ.მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ეს ხომ ჩემი ჩექმებია! შენ მე მომპარე.პ რ ი ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: კარგით, კარგოთ. ლაბადა მაინც ჩემი იქნება.მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ნამდვილი ძაღლი! რატომ არ მაძლევ?პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: გეყოფათ, გეყოფათ! თქვენ რა, ჩემი მახვილი მოიპარეთ.მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ე, ქურდბაცაცა, მომეცი ლაბადა!დაიწყო ჩხუბი. ამ დროს გზაზე ამხერებული პრინცი მოდიოდა.პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: აი ესაა ყველაფერში დამნაშავე. მახვილი მომტაცა დალაბადასაც თხოულობს.მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი: თვითონაა დამნაშავე. ლაბადა ხომ მე მომტაცა.მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ეს ორნი, რასაც გინდა, მოიპარავენ. ეს ყველაფერი ხომ ჩემია.პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: ტყუიხარ!მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: შენ თვითონ ხარ მატყუარა!კვლავ საჩხუბრად მოემზადნენ.პ რ ი ნ ც ი: შეჩერდით, შეჩერდით. რისთვის ჩხუბობთ? სულ ერთი არაა, ვის ერგებაძველი ლაბადა ა ვის-გახვრეტილი ჩექმები?მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: არა, ასე არ გამოვა. ეს ლაბადა უბრალო არაა. საკმარისიაჩაიცვათ, რომ მაშინვე გაუჩინარდებით.პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: ხოლო მახვილს შეუძლია გაჭრას ნებისმიერი ფოლადისმუზარადი.მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ჩაიცვამ ამ ჩექმებს და მაშინვე ათას რის გაიფრენ.პ რ ი ნ ც ი: დიახ, ასეთი განძისათვის ღირს კამათი, მაგრამ განა არ შეიძლება გაიყოთისინი უჩხუბრა, თითოეულს თითო ნივთი რომ შეხვდეს?მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: სცადა გაყოფა, მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ ამ მახვილით თავსწაგაცლიან.პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: ეს კიდევ არაფერი. სხვა რამეა უარესი ვინც ლაბადასჩაიცვამს, რაც მოესურვება იმას მოიპარავსმ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ეგ რაა! ჩაიცვამ ჩექმებს და მოიპარე რაც მოგეწონება,- დამოუსვი.პ რ ი ნ ც ი: ჰო! სრულიად სამართლიანია, მაგრამ ჩხუბი რომ არ მოგივიდეთ, იქნებსამივე ნივთი მე მომყიდოთ?პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: როგორ მოვიქცეთ მივყიდოთ ამ ბატონს?მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი: რამდენად?პ რ ი ნ ც ი: რამდენად... მოდით, ასე მოვიქცეთ.თქვენი ლაბადის მაგიერ მოგცემთ ჩემსწითელ ლაბადას. ის მთლიანად მოქარგულია. თქვენი ჩექმების მაგიერ- ჩემს ჩექმებსმოგცემთ, მოოჭვილია ძვირფასი თვლებით.ხოლო თუ ამ ოქროთი მოვარაყებულმახვილს მიიღებთ, არაფერს წააგებთ, თუ სამაგიეროდ თქვენსას დამითმობთ. აბა,მოგწონთ ასეთი საფასური?მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: მე დიახაც, ამ ლაბადას მაგიერ მის ლაბადას ავიღებ.პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი დ ა მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი. ჩვენც თანახმა ვართ.პ რ ი ნ ც ი: რაღას უცდით. მაშ, გავცვალოთ.პრინცი ცვლის ლაბადას, მახვილს და ჩექმას, კვლავ ამხერდება ცხენზე და აპირებს ტყეში გზისგაგრძელებას.გზაზე ფუნდუკი არ შემხვდება?პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: როგორც კი ტყიდან გახვალთ, მაშინვე მიადგებითფუნდუკს “ოქროს რქა”. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.პ რ ი ნ ც ი: გასაგებია მშვიობით. (გადის)მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი: სარფიანი საქმე გავჩარხეთ.არ მეგონა, თუ ასეთი ჩექმებიექნებოდა.უყურეთ აბზინდაში ბრილიანტებია ჩასმული.მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: რითაა ცუდი მისი ლაბადა? ჩაიცვამ და მაშინვე ბატონსემსგავსები.პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: ეს მახვილი ძვირფასია. ვადა და ქარქაშიც ოქროსი აქვს. დამოვატყუეთ ასე ადვილად იმიტომ, რომ პრინცი, ეტყობა, ნამდვილი სულელია. ასეარაა?მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: სუ! კელებსაც კი ესმით, არყის ბოთლსაც კი შეუძლიაალაპარაკება. მაშ წავიდეთ სამე და დავლიოთ.და სამი ავაზაკი ხუმრობ-ხუმრობით მიდის პრინცის საწინააღმდეგო გზაზე.2ფუნდუკ “ოქრპს რქის” ტრაქტირი, კუთხეში ზის პრინცი და პურს ღეჭავს. მის გარდა, კიევშვიი-რვა ადამიანი-ყველა გლეხი.ფ უ ნ დ უ კ ი ს პ ა რ ტ ო ნ ი: მალე პრინცესასქორწილი უნდა იყოს.პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: ხო, ამბობენ, საქმრო კი შავი მეფე ყოფილა.მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: ხმები დადის პრინცესას ეს მეფე ეზიზღება.პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: თუ ეზიზღება უმჯობესია გათხოვებაზე უარი თქვას.პ ა ტ რ ო ნ ი: მაგრამ ეს შავი მეფე სამ ლარსა ფლობს, პირველი-სწრაფმავალი ჩექმები,მეორე-ფოლადის მჭრელი მახვილი, მესამე-ლაბადა-უჩინმაჩინი. მას განზრახულიაქვს ყველა საჩუქრად მიართვას საპატარძლოს მამას, ამიტომ ჩვენი მეფე შეჰპირდაპრინცესა მიათხოვოს.მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: პრინცესა კი ცოდოა.პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: ნუთუ არავინ სცაა მისი ხსნა?პ ა ტ რ ო ნ ი: როგორ არა.სხვადასხვა ქვეყნის პრინცთა შორის, ალბათ არიან ისეთები,ვისაც მისი ხსნა სურს, მაგრამ შავ მეფეს ვერავინ სჯობნის და სხედანგულხელდაკრეფილნი.მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: იმასაც ამბობენ, პრინცესა რომ არ მოიტაცონ, ხარბმა მეფემურჩხული დაუყენა დარაჯადო.პ ა ტ რ ო ნ ი:ამბობენ ურჩხული კი არა ჯარისკაცებიაო.პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი. ჯადომ რომ მქონდეს პირველი გავეშურებოი პრინცესასსაშველად.პ ა ტ რ ო ნ ი: ცხადია, ეს ჯადო რომ მქონდეს, თქვენთან კი არ ვიჯდებოდი.ყველა იცინის.პ რ ი ნ ც ი (მოულოდნელად ერევა ლაპარაკში) ნუ იდარდებთ, მე ვიხსნი პრინცესას.ყ ვ ე ლ ა: (გაკვირვებით) თქვენ?!პ რ ი ნ ც ი: დიახ, დიახ, გამოვიდეს ვისაც სურს, თუნაც შავი მეფე! (მკლავები დაიკაპიწა აგარშემო იყურება) ყველას სათითაოდ დავანარცხებ.პ ა ტ რ ო ნ ი: მაგრამ, ამბობენ მეფეს სამი ლარი აქვსო.პირველი სწრაფმავალი ჩექმები,მეორე...პ რ ი ნ ც ი:...მახვილი,რომელიც ფოლა ჭრის? ის მეც გამაჩნია, შეხედეთ ამ ჩექმებს,შეხეეთ ამ მახვილს.შეხედეთ ამ ძველ ლაბადას. ყველა ეს ლარი არაფრითგანსხვავდება იმისაგან, რაც შავ მეფეს აქვს.ყ ვ ე ლ ა: (კვლავ გაკვირვებით) ეს ჩექმები?! ეს ლაბადა?პ ა ტ რ ო ნ ი: (ეჭვით) თქვენი ჩექმები ხომ გახვრეტილია.პ რ ი ნ ც ი: დიახ, თუნდაც, მაგრამ თუ გახვრეტილია, ჩაიცვამ, ნაბიჯს გადადგამ დაათას რიგზე გაფრინდები.პ ა ტ რ ო ნ ი: მართლა?პ რ ი ნ ც ი: (დანანებით) შენ ფიქრობ, რომ ვტყუივარ.მაშ კარგი გიჩვენებ, როგორგავფრინდები.გააღე კარები. ღიაა? გაფრენას ვერ მოვასწრებ, რომ მაშინვე გავქრები.პ ა ტ რ ო ნ ი: მაგრამ იქნებ ბატონმა ანგარიში გადაიხადოს?პ რ ი ნ ც ი: ეგ არაფერია, ახლავე დავბრუნდები. საჩუქრად რა მოგიტანო? იტალიურიბროწეული? ესპანური ნესვი? თუ, შესაძლოა, ლეღვი გვინდა შორეული არაბულიქვეყნებიდან?პ ა ტ რ ო ნ ი: თუ საჩუქარია, სულ ერთია, რა იქნება. აბა, გვიჩვენეთ, როგორდაფრინავთ.პ რ ი ნ ც ი: მივფრინავ. ერთი, ორი, სამი!პრინცი მთელი ძალითშეხტება, მაგრამ, პარმაღსაც ვერ აღწევს, გულაღმა ეცემა.ყველა იცინის.პ ა ტ რ ო ნ ი. ასეც ვიცოდი.პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: ესეც შენი ათასი რი - ორი-სამი კენიც ვერ გაიფრინა.მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: არა მან ათასი რი იქეთ გაიფრინა, ათასი რი აქეთ და ახლა ძველადგილას დაბრუნდაპ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: გეყოფა ხუმრობა. სულელური ამბავია.ყველა იცინის. პრინცი ძლივს დგება და დაღონებული მიბარბაცებს გასასვლელისკენ.პსატრონი: შეიცადეთ, ანგარიში გაასწორეთ.პრინცი უხმოდ მიუგდებს მას ფულს.მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: საჩუქრები?პ რ ი ნ ც ი: (ხელს მახვილის ვადაზე იდებს) რა?მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: (უკან იწევს). არა, არა. არაფერი მითქვამს. (თითქოს თავისთვის)მახვილით ხომ თავის მოკვეთაც შეიძლება?პ ა ტ რ ო ნ ი: (მშვიდობიანად). ბატონი ჯერ კიდევ .ალზე ახალგაზრდაა და ამიტომ,უმჯობესია, თუ მამის სამეფოში დაბრუნდება. რამდენსაც არ უნდა ეცადოს, შავ მეფესმაინც ვერ აჯობებს.ადამიანი, უწინარეს ყოვლისა, წინდახეული უნდა იყოს დათავისი ძალები მოზომოს.ყ ვ ე ლ ა: აუჯერეთ, დაუჯერეთ,მას თქვენთვის სიკეთე სურსპ რ ი ნ ც ი: მეგონა, ყველაფერს, ყველაფეს შევძლებდი. (ტირის). მე თქვენი მრცხვენია.(სახეს მალავს) ნეტავ, მიწა ჩამიტანდეს.პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: ბატონმა ამ ლაბადის წამოსხმა სცადოს. შეიძლება მაშინგაუჩინარდეს.ორინცი: მხეცო! (ფეხებს აბაკუნებს). კარგი, დამცინეთ, რამდენიც გენებოთ. რადაც არუნდა დამიჯდეს, საყვარელ პრინცესას ვიხსნი შავი მეფისაგან! დაე, ჩექმებით ნუგავფრინდები ათას რიზე, მაგრამ მახვილი ხომ მაქვს. ლაბადაც. (გაცხარებით).არა! მე მას, თუნდაც შიშველი ხელებით, ვიხსნი. ფრთხილად იყავით, მერე არინანოთ! (გიჟივით გავარდება ტრაქტირიდან).პ ა ტ რ ო ნ ი: რას იზამ. ნეტავ შავი მეფე არ მოკლავდეს.3მეფის სასახლის პარკი. ვარდებს შორის შადრევანი იფრქვევა.გარეშე არავინაა. რამდენიმე ხნის შემდეგშემოდის ლაბადაწამოსხმული პრინცი.პ რ ი ნ ც ი: ჩავიცვი თუ არა ლაბადა, უჩინარი გავხდი. როცა ციხის კარიბჭეშიშევდიოდი, გუშაგები და ფრეილინებიშემხვდნენ, მაგრამარავინ გამაჩერა. მაშ,შემიძლია ამ ლაბადით ნიავის მსგავსად, ვარდებს რომ ელამუნება, პრინცესასსავანეში შევიპარო. ო, ვინ მოდის აქეთ? ეს ის პრინცესა ხომ არაა რომელზეცმიამბობდნენ? ჯერჯერობით უნდა დავიმალო. ან კი რა საჭიროა. აქაც რომ ავრჩე,პრინცესა ვერ დამინახავს. (პრინცესა მიდის შადრევანთან და ნაღვლიანად ოხრავს).პ რ ი ნ ც ე ს ა: რა უბედური ვარ. კვირაც არ გავა და ეს საშინელი შავი მეფე აფრიკაშიწამიყვანს. აფრიკაში სადაც ლომები და ნიანგებია. (ჯდება ბალახზე) მსურს სულ ამკოშკში ვიცხოვრო. მინდა ვისმინო ამ შადრევნის ხმაური ვარდებს შორს...პ რ ი ნ ც ი: რა მშვენიერია პრონცესა. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მე მასგადავარჩენ.პ რ ი ნ ც ე ს ა: (შეშინებული უყურებს). თქვენ ვინა ხართ?პ რ ი ნ ც ი: (თითქმის თავისთვის) ეშმაკმა დალახვროს! ტყუილად ამოვიღე ხმა.პ რ ი ნ ც ე ს ა: ტყუილად ამოიღეთ ხმა? რა გემართებათ! რა სანდომიანი სახეა და აი...პ რ ი ნ ც ი: სახე? თქვენ ჩემს სახეს ხედავთ?პ რ ი ნ ც ე ს ა: რა თქმა უნდა ვხედავ, რა არის ამაში საკვირველი?პ რ ი ნ ც ი: ამ ლაბადასაც ხედავთ?პ რ ი ნ ც ე ს ა: დიახ, ძალიან ძველი ლაბადაა, არა?პ რ ი ნ ც ი: (დაბნეულად). მაგრამ თქვენ არ უნდდად შეგემჩნიათ.პ რ ი ნ ც ე ს ა. (გაკვირვებით) რატომ?პ რ ი ნ ც ი: ეს ლაბადაა, რომელსაც ჩაიცვამ და უჩინარი გახდები.პ რ ი ნ ც ე ს ა: ასეთი ლაბადა მხოლოდ შავ მეფეს აქვს.პ რ ი ნ ც ი: არა, ესეც ისეთია.პ რ ი ნ ც ე ს ა: განა უჩინარი გახდით?პ რ ი ნ ც ი: როცა გუშაგები და ფრეილინები შემხვნენ, მე ნამდვილად უჩინარი ვიყავი.ამის დასტურად ისიც კმარა რომ ვისაც არ შევხვდი არავის გავუჩერებივარ.პრინცესა: (იცინის) სწორია! ამ ძველ ლაბადაში უბრალო მოსამსახირედ მიგიჩნიათყველამ.პ რ ი ნ ც ი: მოსამსახურედ! (დაბნეული ჯდება) ჩექმების ამბავი განმეორდა .პ რ ი ნ ც ე ს ა: ჩექმებს რაღა შეემთხვა?პ რ ი ნ ც ი: ეს სწრაფმავალი ჩექმებია.პ რ ი ნ ც ე ს ა:ისეთივე, როგორიც შავი მეფის ჩექმებია?პ რ ი ნ ც ი:დიახ, ამასწინად ვცადე გაფრენა, მაგრამ ორი-სამი კენის იქეთ ვერწავედი.მაქვს კიდევ მახვილი. მან ფოლადიც კი უნდა გაჭრას...პ რ ი ნ ც ე ს ა: სცაეთ რაიმე გაჭრა?პ რ ი ნ ც ი:არა, არაფერი არ უნდა გავჩეხო, სანამ თავს არ მოვაჭრი შავ მეფეს.პ რ ი ნ ც ე ს ა: აი თურმე რა! თქვენ ჩამოხვედით რათა შეერკინოთ შავ მეფეს?პ რ ი ნ ც ი: არა, საბრძოლველად არ ჩამოვსულვარ. თქვენს დასახსნელად ჩამოვედი.პ რ ი ნ ც ე ს ა: მართლა?პ რ ი ნ ც ი: მართლა.პ რ ი ნ ც ე ს ა: რა ბედნიერებაა!მოულოდნელად გამოჩნდება შავი მეფე. პრინცი და პრინცესა განცვიფრებული არიან.შ ა ვ ი მ ე ფ ე: გამარჯობათ. ეს-ესაა ერთი ნახტომით აფრიკიდან ჩამოვფრინდი.ხედავთ რა შეუძლიათ ჩემს ჩექმებს?პ რ ი ნ ც ე ს ა. (ცივად). ახლა კი შეგიძლიათ ისევ დაბრუნდეთ აფრიკაში.მ ე ფ ე: არა, დღეს მსურს მშვიად მოგელაპარაკოთ. (შენიშნავს პრინცს). ვინაა ესმოსამსახურე?პ რ ი ნ ც ი: მოსამსახურე? (აგება აღშფოთებული) მე პრინცი ვარ. პრინცესას დასახსნელადჩამოვედი და სანამ აქა ვარ, ნებას არ დაგრთავთ, თუნდაც თითით შეეხოთ.მ ე ფ ე: (გაზვიადებული თავაზიანობით) მე სამი ლარი გამაჩნია. თქვენთვის ეს ცნობილია?პ რ ი ნ ც ი: მახვილი, ჩექმები და ლაბადა? მართალია, ჩემი ჩექმებით ერთ ტიოსაც კივერ გაიფრენ, მაგრამ თუ ჩემთან პრინცესა იქნება, ასეთ ჩექმებშიაც ვერ შემაშინებსვერც ათასი, ვერც ორიათასი რი.ახლა შეხეეთ ამ თაბადას, მე ხომ მისი წყალობითმიმიღეს მოსამსახურედ და შევძელი, პრინცესას წინაშე წარვმდგარიყავი. მაშასადამე,მან პრინცი ყჩინმაჩინად აქცია. ასე არაა?მ ე ფ ე: (დამცინავა) გეყოფათ ტრაბახი. უმჯობესია ნახოთ რა შეუძლია ჩემს ლაბაას.(იცვამს ლაბადას, იმავე წუთს ქრება).პ რ ი ნ ც ე ს ა: (უკრავს ტაშს). ა-ა, გაქრა, როგორც კი ეს ადამიანი გაქრა, მაშინვებედნიერად ვიგრძენი თავი.პ რ ი ნ ც ი: მეფის ლაბადა მოსახერხებელია. საჩვენოა, სწორედ.მ ე ფ ე: (მოულოდნელად კვლავ გამოჩნდება. ლაპარაკობს საზიზღარი ხმით). სავსებითმართალია - სათქვენოა. ჩემთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს ბალადას, მაგრამმახვილიც მაქვს. (პრინცსს ბოროტად შეხეავს) თქვენ ჩემს ბედნიერებას ხელყოფთ.გიწვევთ ღირსეულ ორთაბრძოლაში.ჩემს მახვილს ფოლადის გაჭრაც კი შეუძლია.თქვენი თავი მისთვის არაფერია. (იშიშვლებს მახვილს).პ რ ი ნ ც ე ს ა: (სწრაფად დგება და პრინცს ეფარება). თუ თქვენი მახვილი ფოლად ჭრის,შეგიძლიათ ჩემი მკერდიც განგმიროთ.მ ე ფ ე: (უკან იხევს). არა, ჩემი მახვილი თქვენ ვერ მოგკლავთ.პრინცესა: (ამცინავად). ნუთუ ჩემი გულის განგმირვა არ შეუძლია? თქვენ ხომ ამბობდით,რომ ის ფოლადსაც ჭრის.პ რ ი ნ ც ი: მოითმინეთ. (პრინცესა გვერდზე გაჰყავს) მეფე მართალს ამბობს. მისიმოწინააღმდეგე ვარ და ვალდებული ვარ პატიოსნად შევებრძოლო. (მეფეს). აბადავიწყოთ ორთაბრძოლა. (იშიშვლებს მახვილს).მ ე ფ ე: თუმცა ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ნამდვილი ვაჟკაცი ბტძანდებით. მზადახართ? შეეხებით მახვილს - სიციცხლეს გამოეთხოვებით. უყურეთ!მეფისა და პრინცის მ,ახვილები გადაჯვარედინდებიან და უცებ მეფე ლერწამივით გადაჭრის პრინცისმახვილს). როგორ მოგწონს?პ რ ი ნ ც ი: ჩემი მახვილი მართალია გადატყდა, მაგრამ მაინც არ დაგნებდებით.მ ე ფ ე: მაშ გავაგრძელოთ ორთაბრძოლა?პ რ ი ნ ც ი: რა თქმა უნდა. აბა, მომოახლოვდით.მ ე ფ ე: არა ორთაბრძოლა შეიძლება არ გავაგრძელოთ. (მოულოდნელად მოისვრისმახვილს). თქვენ გაიმარჯვეთ. ჩემი მახვილთი არაფრად მიღირს.პ რ ი ნ ც ი: (გაკვირვებული უყურებს). რატომ?მ ე ფ ე: რატომ? თქვენ რომ მოგკლათ პრინცესა უფრო შემიჯავრებს. განა არგესმითეს?პ რ ი ნ ც ი. არა, მე მესმის. იმიტომ, რომ თქვენც შეიგნეთ ეს.მ ე ფ ე: (დაფიქრებული) მეგონა, რომ სამი ლარის მპყრობელი, პრინცესას მფლობელიცგავხებოდით, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი.პ რ ი ნ ც ი: (მეფეს მხარზე ხელს დაადებს). მე კი მეგონა, რომ ვფლობდი რა სამლარს,პრინცესას ხსნას შევძლებდი, მაგრამ ჩანს, მეც შევცდი.მ ე ფ ე: დიახ, ჩვენ ორივე ვცდებოდით. (იღებს პრინცის ხელს). მოდით შევრიგდეთ.უმორჩილესად გთხოვთ პატიებას.პ რ ი ნ ც ი: თქვენ მაპატიეთ. ახლა ვერც გაიგებ, ვინაა გამარჯვებული.მ ე ფ ე: არა თქვენ დამამარცხეთ. მე თვით დავამარცხე ჩემი თავი. (პრინცესას) აფრიკაშივბრუნდები. ასე რომ, დამშვიდდით გეთაყვა. პრინცის მახვილმა, ფოლადის მაგიერ,ჩემი გული განგმირა, უფრო მაგარი ვიდრე ფოლაია. საქორწინოდ მოგიძღვნით სამლარს: მახვილს, ჩექმებს და ლაბადას. და თუ ეს სამი ლარი გექნებათ, ქვეყნად არმოიძებნება ბოროტი სული, რომელსაც შეეძლება თქვენ ზიანი მოგაყენოთ, მაგრამთუ გამოჩნდება ვინმე არამზადა, მაშინ სამეფოში მაცნობეთ. ნებისმიერ დროსმილიონი შავი მხედრით მოგეშველები, რათა დავსაჯო თქვენი მტრები. (ნაღვლიანად).თქვენს მოლოინში, აფრიკის დეაქალაქის შუაგულში, თქვენთვის ავაგე მარმარილოსსასახლე. სასახლის ირგვლივ ლოტოსები ყვავის. (პრინცს). თქვენ კი ზოგჯერ ჩაიცვითეს ჩექმები და ჩქმოფრინდით ჩემთან გასართობა.პ რ ი ნ ც ი: აუცილებლად ჩამოვფრინდები სტუმრად.პ რ ი ნ ც ე ს ა: (შავ მეფეს გულზე ვარდს აბნევს). დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე. არცამესიზმრებოა, რომ თქვენ ასეთი კეთილი ხართ. იყავით დიდსულოვანი ჩემ მიმართ.მე ნამდვილად ძალზე დამნაშავე ვარ. (მეფის მკერდზე მიყრდნობილი ბავშვივით ტირის).მ ე ფ ე: (პრინცესას თმებზე ხელს უსვამს). გმალობთ. ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ამისმოსმენა. მეც ხომ რაღაც ბოროტი სული არა ვარ. შავი მეფე, ავ სულს რომჩამოჰგავდეს, მხოლოდ ზღაპრებშია. (პრინცს) ასე არაა?პ რ ი ნ ც ი: ჭეშმარიტად. (მიმართავს მაყურებელთა არბაზს). მეგობრებო, ჩვენ სამმაგავიღვიძეთ. შავი მეფე, ავ სულს, რომ ჩამოჰგავს და პრინცი სამ ლარს რომ ფლობს,მხოლოდ ზღაპარშია.მაგრამ რაკი გავიღვიძეთ, აღარაფერი გვესაქმება. ზღაპრებისქვეყანაში. ჩვენს წინ ნისლში მოჩანს უსაზღვრო სამყარო. და ჩვენ ყველანი ვარდებისადა შადრევნების სამყაროდან ამ სამყაროში შემოვდივართ. უკიდეგანო სამყაროში! ისსაშინელია, ის მშვენიერია, ეს სამყარო - დიდი ზღაპრის სამყარო! არ ვიცი, რაგველოდა ამ სამყაროში, - დარდი თუ სიხარული. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ,უნდა ვიაროთ ამ სამყაროში, როგორც მამაცმა მეომრებმა.