↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 101 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი)

შექსპირი უილიამ

2002-09-121 წთ საკითხავი21576 ნახვა

—
ზარმაცო მუზავ! რატომ დგახარ დღეს განრიდებით,რად აღარ აქებ სატრფოს ლექსით, კეთილშობილით?!ის გვირგვინია შვენების და ჭეშმარიტების,მისი წყალობით შენც ოდესღაც გახდი ცნობილი.ვინ იცის იქნებ შეგაცდინეს შენმა აზრებმა:რომ განდიდებას ვერ აკადრებ უცხო ქმნილებას,რომ სილამაზეს არას არგებს შელამაზებადა რო სრულყოფა არ სჭირდება სრულყოფილებას.არა! შენს სატრფო არ დასტოვო დაუდაფნავი!ლექსის ღარადა ჩამოჰკიდე ახალ მძივებად!რომ წინ ვერასდროს ვერ აღუდგეს მისი საფლავი,მისი მშვენების და სიცოცხლის გახანგრძლივებას.მაშინ დღევანდელს დროის ჟანგი ვერ მოერევადა უკვდავებას დაიმკვიდრებს მშვენიერება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი