↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 56 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2020-08-121 წთ საკითხავი21574 ნახვა

—
განახლდი, ტკბილო სიყვარულო, რომ არვის ეთქვას –დღეს ძველებურად ვეღარ ჭრისო მისი მახვილი,დღეს ჩემი გული გამაძღარი გრძნობით თუ ფეთქავს,ხვალ დამშეული გამაგონოს გამოძახილი.კვლავ ის იყავი, სიყვარულო, რაც მუდამ იყავ,კვლავ გაშმაგება დააფინე მწყურვალ თვალებზე,საწუთროს ზღვიდან სულს მანამდე ნუ გამორიყავ,სანამ ლამაზ დარს არ იხილავ ნაავდრალებზე.თვით განშორებაც უნდა ჰგავდეს იმ ოკეანეს,რომლის ნაპირებს მოყვარული ორი არსებაკვლავ მოადგება, კვლავ შეხვედრის სურვილს შეალევსდა ეს შეხვედრა დღესასწაულს დაემსგავსება!რადგან ნელინელ ეს ზამთარი წარსულს ბარდება,ზაფხულის მოსვლა სამჯერ მეტად გაგვიხარდება.
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი