პოეზია · ლირიკა
აციება (კადრი წარსულიდან)
მიედგა ქალაქს ზღვით სავსე კათხანაპირთან ქაფით დასვროდა ტუჩიმახსოვს გავრბოდით სახლიდან - სადღაცმთვარე ძაღლივით მოგვდევდა კუდში
ნაპირს მომდგარი ქაღალდის ნავიელოდებოდა ზღვას კვლავ ებიძგა...ზეცა დავცალეთ თუთის ხესავითნახევრადმწიფე ვარსკვლავებისგან
აწიე ცივი ხელისგულებიდა თქვი რომ ცალკე სავალი გზა გაქვს..და სიბნელეში ხურდა ფულივით.დაიპნა ჩვენი ბავშვური საგა...
(და დღესაც ჩვენდა ჭირად და ბედადმაშინ დათესილ ტკივილებს ვიმკით)მერე - დეკემბერს - სუროგატ დედას,წასკდა იანვრის პირველი ფიფქი...
ღეჭავდა ტალღა - მშიერი ლოქო,სიბნელეს - ქვრივი ამინდის კალთას...და იდგა ზამთრის სიცივე როგორცუსიყვარულოდ დაწოლა ქალთან.
2009