↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ახალი თავისუფალი ლექსი

დოლიძე გენრი

2026-07-182 წთ საკითხავი20977 ნახვა

—
მე ახლა თავდაყირა ვაქანებ გალაქტიკას,რომ ფსკერზე დარჩენილი სხივები ვიწილადო...გარეთ რომ ცარიელი ღრუბლების რვეულია, უბრალოდ დავხიე და ჯიბეში ჩავილაგე...დუმილი გაიხადე... - იმდენად სასაცილოდ, რომ სული გამოგიჩნდა - შიშველი (ვიცი რატომ)ღიმილი მოგერია, ეს ღამე როკერია, ამიტომ იღებავს ანტენებს შავი ლაკით....

თავისუფალი ლექსი

დილა გათენდა ისე თავხედი,რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...უბრალოდ მოხვალ თავდახრილი, მოხვალ და ხელებსთვალებზე აიფარებ,თვალებს კი სულზე,ხიდან ცრემლივით ჩამოვარდნილ კვირტად წახვეტილსგიცნობ,ფეხის ხმით, ცრემლის ფერით,დუმილით, პულსით...შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...ზის უშენობა და ჩემს ნეკნზე უკრავს სალამურს...რომ არ დაგვექცეს აკრულია ცაზე ცა ღვედით.ვუთხრათ სალამი... (ამ სტრიქონში რითმა გამებნა...)შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...
მე გაგიხსენებ, გაგიხსენებ ცამდე აშოლტილს,როს შენი თმების ცივი სუნთქვა წვავდა სხვა ნიავს.ცრემლს გადაყლაპავ, მორცხვად მეტყვი რომ ქმარს დაშორდიდა მე გეტყვი რომ ცოლი სულ არ მომიყვანია...გეტყვი რომ შენი მმეგზურობდა ღამე ზმანებარომ ჩემს - "შენს ტუჩებს" სხვისი გემო არ უგემია...რომ შევიძულე გაღიმება ლამაზმანების,რომ ეს ცხოვრება ზღვა არის და ანუ, გემია,ის სიყვარული, შეწირული სისხლის მოქცევას,გულის ფსკერამდე ჩაძირული ღუზის მოგლეჯა...არ დაუჯერო, როცა ცრემლით ნიშანს მოქცემენ!რადგან თვალებში ეს ცხოვრება უფრო მოკლე ჩანსვიდრე საბელი ბიბლიაში დაბმული ვირის,ვიდრე გზა შენი ღალატიდან - უფლის ჯვარცმამდე...ქალაქში სადაც სანთელი ღირს უფალზე ძვირიმოგცემდნენ ჩემში სადღაც სამ ვერცხლს, ალბათ არც მაგდენს...დილა გათენდა ისე თავხედი,რომ სამჯერ მაინც გამახსენა შენი სახელი...ჯანდაბას ყველა უშენობით თვალის გახელა...შენ დაბრუნდები - ისე წახვედი...წახვედი როგორც საიდუმლოდ ნათქვამი ჭორიმზე ჰორიზონტთან შეაბნიე თავის პროტოტიპსდა მე დამტოვე ჯვარცმასა და აღდგომას შორისწიგნში სანიშნედ ჩადებული ძველი ფოტოთი...
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი