↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანგელოზის ცრემლები

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20976 ნახვა

—
ბავშვობიდან გულში მქონდასაოცნებო, ერთი რამ,რომ ოდესმე ჩემს მკლავებშილამაზ გოგოს ეტირა...მტკიოდა და რომ გავიგეგულის წამლის რეცეპტიქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზომტირალ გოგოს ვეძებდი...ვერ ვპოვე და დავიღალებევრი ძებნა-ლოდინით.გულზე სევდა ჩამომაწვადაშლილ ციხის ლოდივითდა როდესაც მეგონა, რომდამიღამდა ცისკარი,თავის ფეხით მომაყენასახიერმა ის ქალი...ტალღასავით შემეფეთა,მერე უცებ, იცი, რა?ნიავივით ჩამეკრა დაღრუბელივით იტირა...გაყინული ნიავქარიქროდა სანაპიროდან,შევამჩნიე, მის თვალებშიანგელოზი ტიროდა...მის თვალთაგან გადმოღვრილიგაზაფხულის სინაზეგულზე ისე შემევერცხლა,როგორც წვიმა - მინაზეძლიერ მსურდა მის წამწამზეცრემლად ჩამოკიდება,ცოტა ხანში გავათბე დაგავაცინე კიდევაც!ბედზე როგორ დავიჩივლებ,როგორ დავიწყევლები?!როცა უღირსს წილად მერგოანგელოზის ცრემლები!..ქარი თვლემდა, მზე გვიცქერდაგაწითლებულ ტილოდანშორს, ზღვის გაღმა, აფხაზეთში,ღვთისმშობელი ტიროდა...
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი