↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ათას ცხრაას ოთხმოც და

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20979 ნახვა

—
(ეძღვნება პურის რიგში ბავშვობადაკარგულ 80-იანების და 90-იანების თაობას)
დაბადების თარიღი - ათას ხცრაას ოთხმოც და...დაბადების ადგილი - დასანგრევი ქვეყანა.ყველას თავის ანგარიშს ისტორია მოთხოვს დაგული არ გამიძლებდა ცოტა რომ დაგვეხანა.ვთამაშობდით ქვიშაში და ბავშვობა წაგვგლიჯეს,(ეგებ ვინმე თუ არა ქარი მაინც მომიტანს)...ვიჯექით და ვუთვლიდით საქართველოს ნაბიჯებს.ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს - გაქცეულს აფხაზეთის ომიდან.ისტორია თავისას თავისთავად აგვარებს,ბავშვი - ყველა ბავშვია - ქართველიც და აფხაზიც...რადგან მეც ხომ სხვასავით საქართველოს მაგვარადქვეშმიწერით გამყვეს და განაყოფთან გამხაზეს.ყველა, ვინც კი გულმკერდის ძმათა სასაფლაოზევაგნებთ გულის საფლავს და არ მივიჩნევთ თავს ობლად -ვდგავართ პურის რიგში და ვიცით თითო დაოსილსგვიწევს თითო პური და ასი გრამი ბავშვობა...ო, რა გემრიელი და ცრემლიერი ძღვენია,ცრემლში ცურავს ტივი და იმედია მეტივე...დახეული ოცნებით დავდივარ და მრცხვენია,რადგან ჩემს სამშობლოზე სამშობლოთი მეტი ვარ!
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი