↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

***(თურმე შავ ზღვას წუხელის)

დოლიძე გენრი

2026-07-181 წთ საკითხავი20979 ნახვა

—
თურმე შავ ზღვას წუხელის აუდუღდა მელანი,ლურჯად სვრიდა მოქცევა თითებს სანაპიროთა.სულ სხვა ტალღამ წამართვა თიკონი და ლელანი...ბათუმური ამინდიც სხვის სიმღერას ტიროდა...სიჩუმეში ვიგრძენი სილამაზე შენფერი,საათს მწვანე თვალები აუცრემლდა კედელზედროის თამაშს ვთამაშობ, ისე როგორც შეჰფერისყველა გულით პოეტს და ყველა სიტყვით მეთევზეს...ლექსი? ლექსი ფურცელზე მოქნეული ბადეა,თევზი - სტროფის ბადეში მოფართხალე ბწკარები...ზღვამ საყვარლის ნაპირთან სამი ღამე ათიაახლა ისე ღელავს რომ ვერც კი მიეკარები...გულის გულთან საუბარს არ სჭირდება ფრაზები,მოდი, ზღვაში ხურდები მოვისროლოთ ნატვრებად,თუ ძახილის ნიშნებით კვლავ შემომებრაზები,ძველებურად დავლევ და თვითონ ღვინო დათვრება...
დოლიძე გენრი

დოლიძე გენრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი