↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ანტიგონე

სეიდიშვილი ლადო

2016-06-122 წთ საკითხავი2886 ნახვა

—
ქ-ნ ზინა კვერენჩხილაძესკრეონტს დაუჯერე, ანტიგონე!გამიგონე:თოჯინასთან თამაში მოიგონე...მეფის ჭკვიანური დარიგება –არ გაიგონო არ იქნება,სიკვდილთან შეიძლება გარიგება?!მაშინ სიცოცხლე რა იქნება,მაშინ სიცილი რა იქნება,ან სიყვარული რა იქნება,თუ მოხდა სიკვდილთან გარიგება?!მაშინ ხომ იქნები, ანტიგონე,თუკი არაფერი არ იღონე?შენც ადექი და შეიგონე,ჩემო ცელქო გოგო, ანტიგონე!ფრჩხილით დაგლეჯილი ნარ-ეკალი,ბრჭყალით გადათხრილი სასაფლაო,ზარი – მიმწუხრისას დარეკილი,გვამი – ყვავ-ყორნების სალაფავი...თავს ნუ გაიმეტებ, ანტიგონე!როგორ დაგიძარღვდა ყელი ბროლის...ვითომ შენნაირი აქტიორისადმე კიდევ იყოს ბარეორი.მე ხომ ეგ თითები მებრალება...მე ხომ შენი ყელი მენანება _პიზის სვეტებივით გადახრილი,ხმების ჩახლეჩამდე დავანება,თმები გადმოყრილი დალალებად,მკერდის შემართული ბალდახინი.გეაჯ... შეიგონე, ანტიგონე!გეხვეწ... გამიგონე, კარგო გოგო,რითაც ანტიგონე ანტიგონობს,რითაც ლამაზია,რითაც მწყაზარია,რითაც ბრწყინვალეა – დაივიწყე!მაშინ რიღასი ხარ, ანტიგონე,თუკი არაფერი არ იღონე!წესის აგებას გთხოვს ხორციელი...ახლა ვერაფერი ვერ გიშველის –შენმა უცნაურმა საქციელმაუკვე გადარია ბიძაშენი:რად დაიტირეო პოლენიკე?ო, რა ჯიუტი ხარ, ანტიგონე!ჯერ არ არსებულა ორი ნიკე –იქნებ შენ თვითონ ხარ ის ქალღმერთი,ახლა შენზე როა მელოგინე.ოღონდ ააღელვე ჩვენი სული,ოღონდ განიწმინდოს ჩვენი გრძნობა...გეაჯ... ერთი ნატვრა აღმისრულე –კიდევ ითამაშე ერთიგზობა!კრეონტს დაუჯერე, ანტოგონე!გამიგონე:რაღაც საფარცაგო მოიგონე.მე ხომ ეგ თვალები მებრალება...მე ხომ შენი ყელი მენანება –პიზის სვეტებივით გადახრილი.მინდა შენი ხელით დავიმარხოაქვე შენ წიაღში, სადმე ახლოსშენი ბროლის მკერდის ბალდახინით.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი