პოეზია · ლირიკა
კენტავრების მარულა (სონეტების გვირგვინი) სონეტი 1
ლეთეს ულმობელ მდინარებას ვერ გავატანე,ვერ ვუმასპინძლე დავიწყებას ძველი ტკივილით.ამის გარეშეც არ ყოფილა ცხოვრება ტკბილი,ერთად ხვდომია არსებობა ბედნიერ ტანდემს.
შემორჩენილა მაღალ სულზე შემთხვევით ტანი,თუ დაღალული სული სხეულს უჭირავს კბილით -გადაკრულია ორივეზე მზის დერმატინისამხიარულო სიმღერებით და ლიტანიით.
ნუთუ ყველა დღე გაილია... ვით ანათემაშორიდან ბრწყინავს გაცვეთილი წარსულის თემადძველი სამყარო ვარსკვლავებში გამოსახული.
ჟრუანტელივით სიბნელიდან დარეკავს ზარა,ნავლდება შიშით იმ განვლილი დღის საზღაურადოცნების თვალით სახილველი უცხო საყურე.