პოეზია · ლირიკა
მხატვარი და მოდელი
დროს გამოვტაცო უნდადა ამქვეყნიურ წყვდიადს,ფერიცვალებას რაიცდავიწყებაში მიაქვს:შენი არსება სრულისასურველი და სათნო,აჩრდილივით რომ თან მდევსდა სურნელებით მათრობს;ამოუცნობი სევდითდავხატო უნდა სახე _მისი ფარული გზნება,ტრფობის ალში რო მახვევს,მზით მოჩრდილული შუბლი,ბადაგიანი ბაგე _ზედ ღიმილი რომ ანცობსდა ციხე-კოშკებს აგებს..ო, შემოვეწყო უნდაამ ციხე-გოდოლს ირგვლივ,იგია ჩემი ფიქრისამოსაკითხი წიგნი.მისი ჩურჩული მათბობსდა მისი მშვიდი სუნთქვა _რა მემართება ამ დროს,ენას ვერ გამოუთქვამს,ეგ შენი ბროლის ყელი _ჩემი სიცოცხლის წამი..იმ ბედნიერ დღეს ვწყევლი,როდესაც გაგიცანი.ალბათ, ესაა წერა,გზები რომ გამიმრუდა..შენი თვალების ჭრილიდროს გამოვტაცო უნდა;შენი ნარნარი ტანისანდამატური რხევა..თანდათან შიგ რო მითრევს,დავდივარ ხელი ხელად.შენა ხარ ჩემი ჭმუნვა,ნაღველი, ცრემლი წმინდადა იმედი ხარ თანაცმოვლინებული ციდან.უნდა დაგხატო ისე,ვით შემოქმედი ქმნიდასამყაროს თიხით, ანდამიქელანჯელო _ ქვიდან.წუხელ სიზმარში გნახე..ო, ღვთაებრივი ლოცვათუ სინანულით წაგცდა _უკან წავიღებ კოცნას.მე ხომ სახატედ მსურხარ,ცოდვილთა სალოცავად _თორემ ისედაც ვიცი,ზეცაში ერთად წავალთ.აქ დავუმატებთ ხსოვნას _როგორ ვეწამეთ, ვიდრესამარადჟამოდ ცაშისაუფლო დავიმკვიდრეთ.და არ იქნება, ალბათ,შენი პორტრეტი სრული,თუ არ დავხატე ერთადშენი და ჩემი სული.