↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიტყვად ქცევის მოტივი

სეიდიშვილი ლადო

2016-06-121 წთ საკითხავი2882 ნახვა

—
დახუჭე თვალი...წარმოიდგინემარადისობის მყარი კარიბჭე:იქ სამყაროა შენზე მელოგინე,და თუ თადარიგს წინ-წინ დაიჭერ –შენ აღმოჩნდები საკუთარ თავშიგარდამავალი მთელში ნაწილი;მოიცავ სივრცეს თამაშ-თამაშითუფლის ნებასთან იყარო წილი.მაშინ უბრალოდ – შენ გათოვლდები...მაშინ უბრალოდ შენ გაწვიმდები...და შენ იცხოვრებ ქვეყნის გოდებითდა შენ მოკვდები იმის იმედით,რომ კვლავ შეიგრძნო სიცოცხლის არსშითავად სიკვდილის გარდაცვალება:შენ, სიცოცხლე და სიკვდილი მაშინიქნებით, როგორც ერთში სამება –ვით სულიწმინდა, მამა და ძე ,ვითარცა იყო, ვითარცა ითქვა:წინ გასასვლელი დაგხვდება ძელიდა ყველა ერთად იქცევით სიტყვად.

სეიდიშვილი ლადო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი