პოეზია · ლირიკა
ჩამქრალი
მინდა, გამოვფინო ჩემი გადამწვარი ნათურებიდა ტანის ოდნავ რხევით ვუთხრა ყველას:ლა-ლა,აი, მე რა მაქვს, -ჩამქრალი ნათურები,აი, ის წვრილი ძაფივით ჩამწყდარი ზამბარები,არ გინდათ, კარგად შეათვალიეროთ?ლა-ლა,მე ნათურის გამოცვლა არვიციდა როცა ვიცი -არ მაქვს ახალი ნათურები.ლა-ლა,სანთლის შუქზე ყველა ერთ ოთახში გროვდება,მე შემიძლია, ხელი გავიწოდო დაშევეხო,ნებისმიერს..
მოდი ახლოს,ნახე ჩემი ჩამქრალი ნათურები,შორიდან არ ჩანს გაწყვეტილი ზამბარა..ან, არ გინდა ახლოს,დარჩი ორი ნაბიჯით უკან -ვერ მოგწვდები დაჩრდილი იქნები..ბნელში იდექი,სანთელი,ლამფა,სანთებელა,უბრალოდ, ასანთი გეჭიროს ხელში..ჩემი ხელები ჰაერს უსინჯავენ ნაკვთებს:აი, სუნი..აი, სითბო..აი, ტალღა..დამტოვე ტალღების პატრონად,ბგერების პატრონადდა გეჭიროს ხელში ასანთის ღერი,ვიდრე უცებ არ გაგახსენდება,რომ ჯიბეში გაქვს გადაუწვავი ნათურები,ციმციმა ნათურები,ფერადი..
ჩრდილო, მოიწიე,ჩაყავი ხელი ჯიბეში -დაგეწვა.