↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ერთი პეშვი

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2578 ნახვა

—
ცას შეიძლება დაეპნეს პეშვში მოგროვილი ლოცვები,მაგრამ ცა ვეღარ წამოკრეფს მათ.ცა იტირებს,მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ.ცა იჩხუბებს,მაგრამ ვეღარ წამოკრეფს მათ.
პატარა მწყემსი,ორი ცხვარი ორი ბატივით რომ გაუგდია წინ,პლეერს უსმენს.მის ყურში ‘დედოფალია’,ბაგეზე – ‘თეთრი ქარავანი’.პატარა მწყემსი ბრმაა.ცხვრებს, ნაბიჯით რომ არ სცილდებიან,ყნოსვით აგნებს.ცხვრებს უყვართ მწყემსის მოსმენა,ცხვრებს უყვართ მწვანე ბალახი,ცხვრებს უყვართ მიწა.ცხვრები ბატებს ემსგავსებიან,როცა ცა პეშვს ხსნის და ტირის.
პატარა მწყემსო, დაისველე თავი,პატარა მწყემსო, მოიწმინდე პირი,პატარა მწყემსო, აახილე თვალი,აახილე,აახილე,აახილე!ცა დაიქცა.
ორ ცხვარს, ორ ბატს რომ ჰგავს,სახე ჩამოსტირის.პატარა მწყემსს აღარ აქვს პლეერი.მის ყურში თეთრი ქარავანია,ბაგეზე – დედოფალი...
პატარა მწყემსმა ცა დაინახა.ცამ გაიღიმა.

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი