↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

(მშობლები ყიდულობენ ნაძვებს...)

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2581 ნახვა

—
მშობლები ყიდულობენ ნაძვებსდა მიარბენინებენ სახლებში ნაძვებს და ბავშვებს,უფრო კი – ნაძვებსდა ადევნებული, შეჭმუხნილი ბავშვებიისწორებენ შუბლებზე ქუდებსდა ბავშვურ ფიქრებს.
მშობლები აწყობენ ნაძვებს,უშლიან ტოტებს,ურჩევენ ადგილსდა ალაგებენ ყუთებიდანმშობლების დანატოვარ სათამაშოებს,ანდა, ახალს და მაინც მშობლების მიერ დამზადებულს.მერე თამაშობენ ბავშვებთან არჩევან-არადანს,სადაც ბავშვებს მუდამ არადანი ხვდებათ,რასაც ჰკიდებენმშობლების მიერ შერჩეულ ალაგას,ჰკიდებენ მანამ, ვიდრე სწვდებიან...
და ღამით,ჯადოსნურ ღამით,მშობლები იცავენ მშობლების მიერ გამოგონილ წესებსდა ხვდებათ ბავშვებს ბალიშის,ან წინა დღით ნაყიდი ნაძვის ქვეშმშობლების მოტანილი სიხარულები(იშვიათად – წერილის პასუხი)შეჭმუხნილ შუბლთა გადასახსნელად.
და გარბიან ბავშვები საგუნდაოდ...და ხდებიან ბავშვები მშობლები...

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი