↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

(ტროტუარის კიდეზე მიყვარდა სიარული...)

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2585 ნახვა

—
ტროტუარის კიდეზე მიყვარდა სიარული ბავშვობაში..ფეხი მიცდებოდა,ვვარდებოდი..მერე თავიდან..და რომ მეგონა, შევძელი, სწორედ მაშინ გადასასვლელი იწყებოდა..უტროტუარო,უხაზო,ანდა, სხვა ხაზებით..გადარბენა რომ უნდა მოასწრო..ან სულაც, არ უნდა მოასწრო,წესიერად რომ უნდა მოიქცე..წესი-ერად.
მაგრამ..მერე..წესიერად რომ მოიქცევი,(ანდა უწესოდ),და ახალ ტროტუარს რომ გაუყვები...და ანცობის ხასიათზე რომ დადგები..იქნებ არც დადგები, ჩვევის გამო რომ ახტები კიდეზე...მერე?
დააყენეთ ჩემს წინ შუქნიშნები!მასწავლეთ ფერები!დამავიწყდა...საეჭვოდ გავჩერდი.

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი