↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არია /ბრაილით/

გზირიშვილი ქეთი

2026-07-181 წთ საკითხავი2577 ნახვა

—
დაწერეთ სიმღერები,წაიმღერეთ და დაწერეთ.ზეცას ახედეთ,მოზიდეთ მშვილდები და ისრის შხუილი დაწერეთ.ყეფა დაწერეთ, მიტოვებული ეზოს სიღრმიდან ამოსული;და გრგვინვა,სარკმელს რომ აცილებს ოთახში მარტოდ დარჩენილ ბავშვს.
დაწერეთ სიმღერები,ამოირჩიეთ ხმები და შთაიბერეთ მუცლებში ქარი,გადასაღეჭად.დახატეთ ბრტყელი გასაღები, –ნახევარმთვარის თავთით ჩამოსვით,საჩვენებელი გააყოლეთ სუფთა ფურცელს დაზედ მიბმული გუთნებიდან ბელტი გაყარეთ.
ყამირი გატყდა,თესლი ჩავარდა,წყალი დაეცა,სითბოც დაეცა,თოხიც დაეცა,კაციც – ეკალზე.
დაწერეთ, ვიდრე მომღერალი ცილას იგლესავს იოგებზე,სახეს იხატავს საკარნავალო გმირის დარად დათავზე მძიმე წიგნდაბჯენილი ხაზზე სიარულს მოთმენით სწავლობს.
დაწერეთ, მერე წაუკითხეთ მდუმარედ დამსხდარ ორკესტრანტებს,წაავარჯიშეთ მშვილდებისა და ფერდშევარდნილი გოშიების ამოცნობაში(როგორც ბრაილით),და როცა იგი თავისი ჩრდილით გადაკვეთავს დარბაზს შუაზე,და როცა იგი ყელს ამოივსებს მისთვის უცხო საჟღარუნოთი,და როცა იგი გამოგიწვდით ხელს წელში ერთად მოსახრელად,მე წინ ვიჯდები,და ფეხზე დინჯად წამომდგარი,რეჟისორის წილ ტაშს მივიღებფარსის ბრწყინვალედ წარმოჩენისთვის.

გზირიშვილი ქეთი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი