პოეზია · ლირიკა
მამამ, ჩემმა, შენში შემომასწრო
მამამ, ჩემმა,შენში შემომასწრო.ხან მიღებს კარს,ხან – არა.როცა ხელს მკრავს, ვეტირები,როცა გულში მიკრავს, გავურბი.
მამა, ჩემი,შენგან გამომცქერის.მე, ღობის ძირში ჩამჯდარი,ვუბღვერი დაგამოწვდილ ხელებზე კოჟრებს ვუთვლი,შორიდან.
ღამით, როცა მამა ფანჯარას სცილდება,ერთგული ლეკვივითზღურბლზე ვიკუნტები,კარის ღრიჭოდან გამოსულ სუნთქვას(შეციებულ ფეხებს რომ მითბობს)ვდარაჯობ.
ყოველ დილით,მამას, ჩემსას,ნაყვლეფ მუხლებზე თავს ვადებ დაროგორც კი თმაზე ხელს შემახებს,ღობისკენ გავურბი,რომ არ გამექცეს,შენგან...